ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან სადიგოვი ბაქოს სააპელაციო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. ამის შესახებ ჟურნალისტის ცოლი, სევინჯ სადიგოვა სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება სასამართლოს დამოუკიდებელი პოზიციის შედეგი არ არის და იგი ქვეყნის მმართველი სისტემის მიდგომას ასახავს.

„სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება არ შეცვალა. აფგან სადიგოვის საჩივარი არ დაკმაყოფილდა. დაპატიმრების შესახებ გადაწყვეტილება ძალაში დარჩა. აფგან სადიგოვის წინასწარი პატიმრობის საკითხზე შეტანილი საჩივარი ბაქოს სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა. ილჰამ ალიევის ხელმძღვანელობით მოქმედ სისტემაში ეს გადაწყვეტილება უფრო სისტემის არსს გამოხატავს, ვიდრე მოსამართლის დამოუკიდებელ არჩევანს. ეს არ გამკვირვებია“,- წერს სევინჯ სადიგოვა.

შეგახსენებთ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი 2026 წლის 5 აპრილს, ადმინისტრაციული წესით დააკავა. შსს-ს ცნობით, ის სოციალურ ქსელში პოლიციელის მიმართ შეურაცხყოფისთვის იქნა დაკავებული. იმავე დღეს სახდელის სახით შეეფარდა ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით, საქართველოდან გაძევება და ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა 3 წლის ვადით.

მაისში ცნობილი გახდა, რომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან სადიგოვი ბაქოში დააპატიმრეს. „სოციალური სამართლიანობის ცენტრის" დირექტორის, ადვოკატ თამთა მიქელაძის ცნობით, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან სადიგოვი ბაქოში დაპატიმრებულია იმავე საქმეზე, რომლის საფუძველზეც აზერბაიჯანი მის ბაქოში ექსტრადიციას ითხოვდა.

ირაკლი  მელაშვილი - დღეს ქვეყანაში პოლიტიკურად პატური სიტუაციაა შექმნილი - შიშიდან გამომდინარე ორივე მხარე უარყოფს დიალოგს, როგორც პოლიტიკური პრობლემის გადაჭრის ქვეყნისათვის ყველაზე უმტკივნეულო და სასურველ ფორმას
ქართული პრესის მიმოხილვა 30.07.2026
ტოიოტა კავკასიამ სრულიად ახალი Toyota Hilux და ისტორიაში პირველი Land Cruiser 300 Hybrid წარადგინა
Buknari Resort - ერთი ჩასვლით შეყვარების ადგილი
ხელოვნური ინტელექტის ახალი ეპოქა: Samsung-მა 2026 წლის ტელევიზორების სრული ხაზი წარადგინა
კოლეჯი Skillwill  ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში სამი პროფესიული პროგრამით იქნება წარმოდგენილი
ახალმა თაღლითურმა სქემამ მიზანში სამუშაოს მაძიებლები ამოიღო
სილქნეტი რჩეულ მობილურ პაკეტებზე საზაფხულო შეთავაზებებს იწყებს
დამუხტე და დაისვენე - „ვისოლმა“ ბათუმში ელექტრომობილების ახალი, მრავალფუნქციური ჰაბი გახსნა
Haier ტექნიკა ექსკლუზიურად „ელიტში“
თბილისი-ბათუმის მიმართულებით მატარებლით მგზავრობის დრო 4 საათამდე შემცირდა - დამატებულია ახალი რეისებიც