შს მინისტრის მოადგილე ევროპის საბჭოს წამების, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობისა თუ დასჯის პრევენციის ევროპული კომიტეტის პრეზიდენტს, ალან მიჩელს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, შალვა თადუმაძემ შეხვედრა გამართა ევროპის საბჭოს წამების, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობისა თუ დასჯის პრევენციის ევროპული კომიტეტის (CPT) პრეზიდენტთან, ალან მიჩელთან, რომელიც დელეგაციასთან ერთად საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების თანახმად, შეხვედრის ფარგლებში, შალვა თადუმაძემ კომიტეტის პრეზიდენტს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა სამინისტროს სისტემაში მოქმედი დროებითი მოთავსების იზოლატორების, ასევე, საქართველოში უკანონოდ მყოფ პირთა დროებითი განთავსების ცენტრის პირობებისა და მუშაობის სპეციფიკის შესახებ.

„მინისტრის მოადგილემ მიმოიხილა ბოლო პერიოდში განხორციელებული და დაგეგმილი რეფორმები, რომლებიც მიზნად ისახავს სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული დანაყოფების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ფუნქციონირებას.

შეხვედრაზე შალვა თადუმაძემ აღნიშნა, რომ საზოგადოების თითოეული წევრის უფლებებისა და თავისუფლებების სათანადო დაცვის უზრუნველყოფა უწყებისთვის პრიორიტეტს წარმოადგენს და სამინისტრო მზადაა ამ კუთხით მუშაობის გასაგრძელებლად, ისევე როგორც თანამშრომლობის გაღრმავებისა და ინფორმაციის გაზიარების მიმართულებით”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 14.09.2026
JAMBO-ს ახლად მოხალული ყავა უკვე ხელმისაწვდომია
წინანდლის მამულში თეოლოგ გიორგი გვასალიას საჯარო ლექცია გაიმართა
Wendy’s-ის დოლიძის რესტორანში VR Arena-ს ვირტუალური თამაშების სივრცე გაიხსნა