ჟან-ნოელ ბარო - ისრაელის მთავრობამ პატივი უნდა სცეს აშშ-ირანის შეთანხმებას - აშშ-მა მათზე ზეწოლა უნდა მოახდინოს

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჟან-ნოელ ბარო ისრაელს მოუწოდებს, პატივი სცეს აშშ-ირანის შეთანხმებას ახლო აღმოსავლეთში ომის დასრულების შესახებ, - ინფორმაციას Guardian-ი ავრცელებს.

„ეს შეთანხმება ითვალისწინებს საომარი მოქმედებების შეწყვეტას. ისრაელის მთავრობამ პატივი უნდა სცეს მას და შეერთებულმა შტატებმა უნდა მოახდინოს ყველა საჭირო ზეწოლა ისრაელის მთავრობაზე“, - განაცხადა მინისტრმა მედიასთან საუბარში.

შეგახსენებთ, ისრაელის თავდაცვის ძალები სამხრეთ ლიბანზე დარტყმებს განაგრძობენ. ლიბანის სახელმწიფო მედიის ცნობით, თავდასხმების შედეგად სულ მცირე 16 ადამიანი დაიღუპა. ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, „ჰეზბოლას ტერორისტებსა და ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე“ დარტყმები ირანის მიერ მხარდაჭერილი ჯგუფის მიერ „ცეცხლის შეწყვეტის არაერთხელ დარღვევის“ შემდეგ განხორციელდა.

შვეიცარიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ აშშ-სა და ირანს შორის ომის დასრულების 14-პუნქტიანი შეთანხმების განხორციელების შესახებ დღეს დაგეგმილი მოლაპარაკებები გაუქმდა.

გიორგი მელაშვილი - „ოცნების“ მიზანია ევროპული კურსიდან გადახვევის, ისტორიული შანსის ხელიდან გაშვებისა და ქვეყნის იზოლაციის მთელი პასუხისმგებლობა ბრიუსელის „დაუთმობლობას“ გადააბრალოს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.06.2026
საქართველო, როგორც „მანჩესტერ სიტისა“ და ცენტრალური აზიის ფეხბურთს შორის პარტნიორობის დამაკავშირებელი ხიდი
„ჯი-თი მოტორსმა“ ინფორმაციული უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტი დანერგა
განაახლე ტექნიკა „მერე“ ბარათით „სილქნეტის“ საზაფხულო შეთავაზების ფარგლებში