4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული კახაბერ მჟავანაძის შვილი - მე დავიკავებ იმ ადგილს, რომელიც მამაჩემს ეკავა! ამ გადაწყვეტილებას და ამ სასჯელს მე და ჩემი ოჯახი მივიღებთ, როგორც პატივს, მსხვერპლს ჩვენი ქვეყნისთვის

მე დავიკავებ იმ ადგილს, რომელიც მამაჩემს ეკავა! ამ გადაწყვეტილებას და ამ სასჯელს მე და ჩემი ოჯახი მივიღებთ, როგორც პატივს, მსხვერპლს, ჩვენი ქვეყნისთვის,- ამის შესახებ 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული კახაბერ მჟავანაძის შვილმა, ლევან მჟავანაძემ ჟურნალისტებს სასამართლოსთან განუცხადა.

მისივე თქმით, მამამისის წინააღმდეგ პოლიტიკური სარჩულის მქონე საქმე იყო და არა წმინდა სამართლებრივი.

„რა თქმა უნდა, ამ გადაწყვეტილებას ველოდი, ისევე როგორც ყველა დამსწრე. ყველამ კარგად ვიცით, რომ ეს არ იყო წმინდა სამართლებრივი საქმე, ეს იყო პოლიტიკური სარჩულის მქონე საქმე. შესაბამისად, გადაწყვეტილებაც შესაბამისი იყო, დაშტამპული ხუთი წელი ყველა ბრალდებულის მიმართ.

ჩვენ ვიბრძოლებთ. მე დავიკავებ იმ ადგილს, რომელიც მამაჩემს ეკავა! ამ გადაწყვეტილებას და ამ სასჯელს მე და ჩემი ოჯახი მივიღებთ, როგორც პატივს, მსხვერპლს, ჩვენი ქვეყნისთვის“,- აღნიშნა ლევან მჟავანაძემ.

შეგახსენებთ, 4 ოქტომბერს, ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდებული ექიმი, გიორგი ჩახუნაშვილი და კიდევ 6 პირი - ია დარახველიძე, დავით ჟღენტი, კონსტანტინე კოკაია, კახაბერ მჟავანაძე, ზაქრო ალბუთაშვილი და დავით სტურუა სასამართლომ დამნაშავედ ცნო.

აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი გელაშვილმა მიიღო. მისი განაჩენით, ექვს მათგანს 5-5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ია დარახველიძეს კი 3 წლით თავისუფლების აღკვეთა.

სხდომათა დარბაზში დააკავეს გირაოს სანაცვლოდ თავისუფლებაში მყოფი ექიმი გიორგი ჩახუნაშვილი.

რაც შეეხება ასევე, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებულ ია დარახველიძეს, ის განაჩენის გამოცხადებას არ დასწრებია. მის მიმართ ძებნა გამოცხადდება, მოსამართლის მიერ გამოტანილი განაჩენი მისი ადგილსამყოფლის დადგენისა და დაკავების შემდეგ აღსრულდება.

გიორგი მელაშვილი - „ოცნების“ მიზანია ევროპული კურსიდან გადახვევის, ისტორიული შანსის ხელიდან გაშვებისა და ქვეყნის იზოლაციის მთელი პასუხისმგებლობა ბრიუსელის „დაუთმობლობას“ გადააბრალოს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.06.2026
საქართველო, როგორც „მანჩესტერ სიტისა“ და ცენტრალური აზიის ფეხბურთს შორის პარტნიორობის დამაკავშირებელი ხიდი
„ჯი-თი მოტორსმა“ ინფორმაციული უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტი დანერგა
განაახლე ტექნიკა „მერე“ ბარათით „სილქნეტის“ საზაფხულო შეთავაზების ფარგლებში