გენერალური პროკურორის მოადგილე ამირან გულუაშვილი ევროპის საბჭოს წამების, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობისა თუ დასჯის პრევენციის ევროპული კომიტეტის დელეგაციას შეხვდა

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში, გენერალური პროკურორის მოადგილე ამირან გულუაშვილი ევროპის საბჭოს წამების, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობისა თუ დასჯის პრევენციის ევროპული კომიტეტის (CPT) დელეგაციას შეხვდა. შეხვედრას ესწრებოდნენ ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის უფროსი სალომე შენგელია და საერთაშორისო თანამშრომლობის დეპარტამენტის უფროსი გიორგი მიქავა. ამის შესახებ ინფორმაციას გენერალუირ პროკურატურა ავრცელებს.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, ევროპის საბჭოს წამების, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობისა თუ დასჯის პრევენციის ევროპული კომიტეტის (CPT) დელეგაციას დეტალური ინფორმაცია მიეწოდა საქართველოს პროკურატურაში არასათანადო მოპყრობის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით განხორციელებული რეფორმებისა და ღონისძიებების შესახებ.

„ყურადღება გამახვილდა არასათანადო მოპყრობის დანაშაულების ეფექტიანი გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელებაზე და საერთაშორისო სტანდარტების პრაქტიკაში იმპლემენტაციაზე, მათ შორის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებაზე.

ხაზი გაესვა CPT-ის რეკომენდაციების მნიშვნელობას არასათანადო მოპყრობის ფაქტების აღკვეთის პრევენციის მიმართულებით“, - ნათქვამია იფორმაციაში.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
JAMBO-ს ახლად მოხალული ყავა უკვე ხელმისაწვდომია
წინანდლის მამულში თეოლოგ გიორგი გვასალიას საჯარო ლექცია გაიმართა
Wendy’s-ის დოლიძის რესტორანში VR Arena-ს ვირტუალური თამაშების სივრცე გაიხსნა