საპროკურორო საბჭომ გენერალური პროკურორისთვის წარსადგენი რეკომენდაციები შეიმუშავა

საპროკურორო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა, სადაც გენერალური პროკურორის ანგარიშის მოსმენის შემდგომ, „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილების ფარგლებში, საპროკურორო საბჭოს წევრებმა გენერალური პროკურორისათვის წარდგენის მიზნით, საბჭოს სხდომაზე რეკომენდაციები წარადგინეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

მათივე ცნობით, რეკომენდაციები შეეხო დაზარალებულთა ინტერესების დაცვის, უწყებათაშორისი კოორდინაციის გაძლიერების, დანაშაულის პრევენციისა და ცალკეული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერების მიზნით გადასადგმელ ნაბიჯებს.

„საკითხების აქტუალობიდან გამომდინარე, საპროკურორო საბჭოს წევრებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი რეკომენდაციების მიღებას. მიღებულ რეკომენდაციებს საპროკურორო საბჭო გენერალურ პროკურორს წარუდგენს.

საპროკურორო საბჭოს წევრებს ასევე წარედგინათ ინფორმაცია საპროკურორო საბჭოს ახალი ვებგვერდის შექმნის მიზნით განხორციელებული საქმიანობის შესახებ”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
JAMBO-ს ახლად მოხალული ყავა უკვე ხელმისაწვდომია
წინანდლის მამულში თეოლოგ გიორგი გვასალიას საჯარო ლექცია გაიმართა
Wendy’s-ის დოლიძის რესტორანში VR Arena-ს ვირტუალური თამაშების სივრცე გაიხსნა