რუსული მხარის ინფორმაციით, მოსკოვზე დრონებით შეტევა განხორციელდა - მოსკოვის აეროპორტებში შეზღუდვები დაწესდა

რუსეთის დედაქალაქს დაახლოებით 60 დრონით შეუტიეს, მოსკოვის აეროპორტებში შეზღუდვები დაწესდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია მოსკოვის მერზე სერგეი სობიანინზე და „ტელეგრამ“ არხებზე დაყრდნობით ავრცელებს.

სობიანინის განცხადებით, თავდაცვის სამინისტროს საჰაერო თავდაცვის ძალებმა ათობით დრონი გაანადგურეს, რომლებიც მოსკოვისკენ მიფრინავდნენ.

„როსავიაციამ“ განაცხადა, რომ მოსკოვის დომოდედოვოსა და ჟუკოვსკის აეროპორტებმა მუშაობა შეაჩერეს. მანამდე, შეზღუდვები დაწესდა შერემეტიევოს აეროპორტშიც.

სობიანინი შედეგებზე ინფორმაციას არ ავრცელებს, თუმცა აცხადებს, რომ საგანგებო სიტუაციების სამსახურის სპეციალისტები ჩამოვარდნილი ნამსხვრევების ადგილზე მუშაობენ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ