ნიკა გვარამია 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულებზე - ყველა ჰიპერდამმუნათებელს მოვუწოდებ: სერიოზულობა და პასუხისმგებლობა მოიკრიბონ და ამ ხალხის გათავისუფლების პროცესს სათავეში ჩაუდგნენ! ჩვენ არ დაგამუნათებთ

ყველა ჰიპერდამმუნათებელს მოვუწოდებ: სერიოზულობა და პასუხისმგებლობა მოიკრიბონ და ამ ხალხის გათავისუფლების პროცესს სათავეში ჩაუდგნენ! ჩვენ არ დაგამუნათებთ, გამოგყვებით ბრძოლაში რიგითებად, გპირდებით,- ამის შესახებ „ოპოზიციური ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს, რითაც იმ ფაქტს გამოეხმაურა, რომ 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულებს: ზურაბ ჭავჭანიძეს, ვლადიმერ გველესიანს, ამირან დოლიშვილს, ანტონ ვარდანიძეს, ალექსანდრე ჩილაჩავას, გენადი კუპრეიშვილს, სულხან ტუღუშსა და რამაზ მამულაძეს 5-5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.

როგორც გვარამია წერს, ყველა ორგანიზებისთვის დაპატიმრებულს ურჩევს, ნუ დააბრალებენ საკუთარ თავს ვინმეს ციხეში შესვლას.

„დღეს 4 ოქტომბრის კიდევ 8 მონაწილეს მიუსაჯეს 5-5 წელი. ყველა ორგანიზებისთვის დაპატიმრებულს გულწრფელად ვურჩევ, ნუ დააბრალებენ საკუთარ თავს ვინმეს ციხეში შესვლას, რადგან ზრდასრული ადამიანები თავად აკეთებენ არჩევანს, როგორ მოიქცნენ.

ყველა ჰიპერდამმუნათებელს (დღემდე რომ ბედავს ზოგიერთი იგივეს) მოვუწოდებ: სერიოზულობა და პასუხისმგებლობა მოიკრიბონ და ამ ხალხის გათავისუფლების პროცესს სათავეში ჩაუდგნენ! ჩვენ არ დაგამუნათებთ, გამოგყვებით ბრძოლაში რიგითებად, გპირდებით.

თავისუფლება პოლიტპატიმრებს“,- წერს გვარამია.

შეგახსენებთ, 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ერთ-ერთ ეპიზოდზე ბრალდებული 8 პირი - ზურაბ ჭავჭანიძე, ვლადიმერ გველესიანი, ამირან დოლიშვილი, ანტონ ვარდანიძე, ალექსანდრე ჩილაჩავა, გენადი კუპრეიშვილი, სულხან ტუღუში და რამაზ მამულაძე სასამართლომ დამნაშავედ ცნო. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე, რომეო ტყეშელაშვილის გადაწყვეტილებით, რვავე პირს, მათ შორის, ზურაბ ჭავჭანიძეს 5-5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, აღნიშნულ ეპიზოდზე ბრალდებულებს: ზურაბ ჭავჭანიძეს, ვლადიმერ გველესიანს, ამირან დოლიშვილს, ანტონ ვარდანიძეს, ალექსანდრე ჩილაჩავას, გენადი კუპრეიშვილს, სულხან ტუღუშსა და რამაზ მამულაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად) და 225-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში
Elite-ში Samsung-ის ახალი დასაკეცი ფლაგმანების Galaxy Z Fold8, Galaxy Z Fold8 Ultra და Galaxy Z Flip8  პრეზენტაცია გაიმართა