საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრებს პარლამენტი 23 ივნისს აირჩევს

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრებს პარლამენტი ხვალ, 23 ივნისს აირჩევს.

ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

“კენჭსაყრელ საკითხებში იქნება მაუწყებლობის სამეურნეო საბჭოს წევრების არჩევა. იცით, რომ სამი კვოტა იყო - ერთი უმრავლესობიდან და ორი ოპოზიციის. ოპოზიციის მხრიდან „ხალხის ძალამ“ დაასახელა დავით ქართველიშვილი კანდიდატურად. ფრაქცია „საქართველოსთვის“ დაასახელეს სამი კანდიდატურა: თეა გეგენავა, ელისო გაბადაძე და თეიმურაზ კეკელიძე. ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ დაასახელა გიორგი მურღულიას კანდიდატურა. გვექნება კენჭისყრები ამ კანდიდატურებზე“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ