დიმიტრი საძაგლიშვილი - მოსამართლემ სცადა მენტორული ტონით აეხსნა საკუთარი გადაწყვეტილების საფუძვლები, თუმცა ამ განმარტებებში ბევრი ტყუილი თქვა

მოსამართლემ სცადა მენტორული ტონით აეხსნა საკუთარი გადაწყვეტილების საფუძვლები, თუმცა ამ განმარტებებში მან ბევრი ტყუილი თქვა, - ასე გამოეხმაურა 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მსჯავრდებულ ანტონ ვარდანიძის ადვოკატი, დიმიტრი საძაგლიშვილი მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილის მიერ გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენსა და მის მიერ გაკეთებულ განმარტებას.

როგორც ადვოკატი აღნიშნავს, სასამართლო ფაქტების დამახინჯებით შეეცადა „უკანონო განაჩენის“ გამართლებას.

„ჩვენ ვიხილეთ ის, რაც ისედაც მოსალოდნელი იყო, უკვე სტანდარტი დამკვიდრდა, რომ მოსამართლეებმა 4 ოქტომბრის საქმესთან დაკავშირებით 5- წლიანი პატიმრობები უნდა ჩამოარიგონ. მოსამართლემ სცადა მენტორული ტონით აეხსნა საკუთარი გადაწყვეტილების საფუძვლები, თუმცა ამ განმარტებებში მან ბევრი ტყუილი თქვა. დაჭრილ პოლიციელებზე ისაუბრა, მაგრამ საქმის განხილვისას მოწმის სახით დაკითხული პოლიციელები ვნახეთ, რომლებმაც მათივე განმარტებებით დაზიანებები მიიღეს იმდენად მცირე, რომ სამედიცინო მომსახურებაც არ დასჭირვებიათ. რეალურად, სასამართლო შეეცადა ფაქტების დამახინჯებით გაემართლებინა თავისი უკანონო განაჩენი და ისეთი განმარტებები გაეკეთებინა, რომ ამ ქვეყანაში საპროტესტო პოზიციის დაფიქსირება, საპროტესტო აქციებში მონაწილეობის მიღება დასჯადია, სწორედ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ საკუთარი პოზიციის დაფიქსირებაა დასჯადი“, - განაცხადა საძაგლიშვილმა.

ცნობისთვის, 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ერთ-ერთ ეპიზოდზე ბრალდებული 8 პირი - ზურაბ ჭავჭანიძე, ვლადიმერ გველესიანი, ამირან დოლიშვილი, ანტონ ვარდანიძე, ალექსანდრე ჩილაჩავა, გენადი კუპრეიშვილი, სულხან ტუღუში და რამაზ მამულაძე სასამართლომ დამნაშავედ ცნო. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე, რომეო ტყეშელაშვილის გადაწყვეტილებით, რვავე პირს, მათ შორის, ზურაბ ჭავჭანიძეს 5-5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში
Elite-ში Samsung-ის ახალი დასაკეცი ფლაგმანების Galaxy Z Fold8, Galaxy Z Fold8 Ultra და Galaxy Z Flip8  პრეზენტაცია გაიმართა