გაეროში უკრაინის ელჩი - ჩვენი მოთმინება უსაზღვრო არ არის

გაეროში უკრაინის მუდმივმა წარმომადგენელმა ანდრეი მელნიკმა განაცხადა, რომ უკრაინის მოთმინება უსაზღვრო არ არის და მიანიშნა კიევის მიდგომის შესაძლო შეცვლაზე, თუ გაეროს უშიშროების საბჭო კვლავ დააყოვნებს რუსეთის აგრესიაზე რეაგირებას, - უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ მელნიკმა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

უკრაინელმა დიპლომატმა აღნიშნა, რომ ბოლო 15 თვის განმავლობაში უკრაინამ არაერთხელ მოუწოდა უშიშროების საბჭოს მიეღო რეზოლუცია სრული და უპირობო ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, თუმცა ეს მცდელობები უპასუხოდ დარჩა.

მისი თქმით, კიევი მზადაა რუსეთთან პირდაპირი მოლაპარაკებებისთვის სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მისაღწევად.

„თუმცა, ჩვენი მოთმინება უსაზღვრო არ არის. უშიშროების საბჭო უნდა დაფიქრდეს, რამდენ ხანს შეუძლია გააგრძელოს „დაველოდოთ და ვნახოთ“ მიდგომის გამოყენება. თუ ეს გაგრძელდა, შესაძლებელია, რომ უკრაინამ შეცვალოს თავისი მიდგომა“, - განაცხადა მელნიკმა.

მისი თქმით, მოსკოვის გარშემო აშენებული საჰაერო თავდაცვის ფარიც კი აღარ ახერხებს სამხედრო ობიექტების დაცვას და რუსი პროპაგანდისტები უკვე აღიარებენ, რომ ვლადიმერ პუტინის მიერ დაწყებული ომის ბუმერანგი რუსეთის ტერიტორიაზე დაბრუნდა.

გამოსვლის დასასრულს, მელნიკმა პირდაპირ მიმართა რუსეთის წარმომადგენელს და მოითხოვა ოკუპირებული უკრაინის ტერიტორიების დაუყოვნებლივი განთავისუფლება.

“ვერასდროს შეძლებთ ოკუპირებული მიწების შენარჩუნებას - ვერასდროს. ამიტომ რაც შეიძლება მალე დატოვეთ უკრაინა, სანამ ძალიან გვიანი არ არის“, - განაცხადა მელნიკმა.

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე