ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე - ირანი და აშშ სამუშაო ჯგუფების შექმნის შესახებ შეთანხმდნენ

ირანი და აშშ სამუშაო ჯგუფების შექმნის შესახებ შეთანხმდნენ, - ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ყაზემ ღარიბაბადიმ ქვეყნის სახელმწიფო მედიას განუცხადა.

ყაზემ ღარიბაბადის ცნობით, შვეიცარიაში ირანსა და აშშ-ს შორის ტექნიკური მოლაპარაკებები დასრულდა.

„მომლაპარაკებლებმა გადაწყვიტეს, რომ ოთხი სამუშაო ჯგუფი შეიქმნება: სანქციების გაუქმების, ბირთვული საკითხების, რეკონსტრუქციისა და ეკონომიკური განვითარების, ასევე მონიტორინგისა და ხელშეკრულების განხორციელების ჯგუფები“, - განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.

შეგახსენებთ, 21 ივნისს, შვეიცარიაში, კატარისა და პაკისტანის შუამავლობით, აშშ-სა და ირანს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმის პირობების განხორციელების შესახებ მოლაპარაკებები გაიმართა. შეხვედრების დასრულების შემდეგ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა განაცხადა, რომ მხარეებს შორის მოლაპარაკებებში პროგრესი შეინიშნება.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ