„გახარია საქართველოსთვის“ - სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია არა მხოლოდ დაზარალებულებისთვის, არამედ სახელმწიფოებრივი ინტერესისთვის - ქართველი სამხედროების მიმართ ჩადენილი დანაშაულები რუსული ოკუპაციის სასტიკი სახეა

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ქართველი ხალხის სიმართლე და რუსეთის ფედერაციის დანაშაული საქართველოს და ქართველების წინააღმდეგ, - ასე ეხმაურება პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ევროსასამართლოს გადაწყვეტილებას ქართველი სამხედრო პირების საქმეებზე.

როგორც პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნული გადაწყვეტილება არა მარტო დაზარალებულთათვის არის მნიშვნელოვანი, არამედ საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესისთვის.

„2008 წლის აგვისტოს ომის დროს რუსეთის ფედერაცია პასუხისმგებელია ქართველი სამხედრო ტყვეების მკვლელობაზე, წამებასა და ამ უმძიმესი დანაშაულების გამოუძიებლობაზე.

გიორგი ანწუხელიძის, უშანგი სოფრომაძის, კახაბერ ხუბულურის, დავით მალაჩინის, ზაზა კავთიაშვილის, იმედა კუთაშვილის მალხაზ მელაძის, კახაბერ ზირაქაშვილის - ქართველი სამხედროების მიმართ ჩადენილი დანაშაულები რუსეთის აგრესიისა და რუსული ოკუპაციის სასტიკი სახეა, რომელიც დღესაც გრძელდება საქართველოს სუვერენიტეტის და ეროვნული სხეულის წინააღმდეგ.

ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია არა მხოლოდ დაზარალებულებისთვის და მათი ოჯახებისთვის, არამედ საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესისთვის, ჩვენი სუვერენიტეტისა და ისტორიული სიმართლის საერთაშორისო სამართლებრივი აღიარებისთვის, თითოეული ქართველისთვის.

ჩვენ მადლობას ვუხდით ყველა იურისტს, ორგანიზაციასა თუ ადამიანს, ვინც წლების განმავლობაში იბრძოდა ამ სიმართლის დასადგენად, განსაკუთრებით „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას“.

ქედს ვიხრით გმირების წინაშე, ვინც საქართველოსთვის სიცოცხლე გასწირა. მათი უკვდავი სული მუდამ იქნება ჩვენი ქვეყნის ისტორიაში და ქართველი ხალხის ცნობიერებაში“, - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, ევროსასამართლოს გადაწყვეტილებით, რუსეთს შეერაცხება გიორგი ანწუხელიძის, კახაბერ ხუბულურისა და უშანგი სოფრომაძის მკვლელობა, ასევე მათი და სხვა სამხედროების წამება და ამ ფაქტებზე არაეფექტიანი გამოძიება. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ რუსეთს 395 000 ევროს გადახდა დააკისრა.

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე