რუსულმა ძალებმა კრივი-რიჰს დაარტყეს, დაიღუპა 3 ადამიანი და დაშავდა - 23

რუსულმა ძალებმა უკრაინის დნეპროპეტროვსკის ოლქში ქალაქ კრივი-რიჰზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა და 23 დაშავდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

დნეპროპეტროვსკის საოლქო-სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ალექსანდრ განჟას განცხადებით, თავდასხმის შედეგად სამრეწველო ინფრასტრუქტურა დაზიანდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ორი დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა, ერთი კი კრიტიკულ მდგომარეობაშია.

თავდასხმის შედეგად ხანძარი რამდენიმე ადგილას გაჩნდა, თუმცა მაშველებმა ყველა ხანძარი ჩააქრეს. დაზიანდა შენობები, ექსკავატორი და მსუბუქი ავტომობილი.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ