ირაკლი კობახიძე იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე იტალიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, ედმონდო ჩირიელის შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე თქმით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და იტალიას შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებს, რომლებიც საერთო ევროპულ ინტერესებსა და ღირებულებებს ეფუძნება.

პრესსამსახურის თანახმად, აღინიშნა სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის განვითარების დადებითი დინამიკა და გამოითქვა ორმხრივი მზადყოფნა როგორც პოლიტიკური, ისე სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების შემდგომი გაღრმავებისთვის.

საუბარი შეეხო საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესს და ამ გზაზე იტალიის მხარდაჭერის მნიშვნელობას. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირთან ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული ურთიერთობების აღდგენისა და დიალოგისთვის მზად არის.

შეხვედრას საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი ესწრებოდნენ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ იტალიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ედმონდო ჩირიელისთან შეხვედრის შემდეგ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ შეხვედრაზე ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობები და შესაძლებლობები განიხილეს.

„მოხარული ვარ, რომ შევხვდი იტალიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, ედმონდო ჩირიელის. განვიხილეთ ორმხრივი ურთიერთობები და შესაძლებლობები, რათა კიდევ უფრო გავაღრმაოთ საქართველოსა და იტალიას შორის პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობა", - წერს ირაკლი კობახიძე.

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე