კახა კალაძე - საქართველოს ღიად აქვს გაცხადებული ევროპული კურსი, თუმცა ვხედავთ არასამართლიან დამოკიდებულებას ამ გზაზე - ჩვენ არავის ვებრძვით, მხოლოდ ვიცავთ ჩვენი ქვეყნის და მოსახლეობის ინტერესებს

კახა კალაძე იტალიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ედმონდო ჩირიელის შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათი ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და იტალიას შორის არსებულ მჭიდრო ურთიერთობებზე და სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე.

„მიხარია, რომ ჩვენს ქვეყნებს მეგობრული ურთიერთობა აკავშირებს. ძალიან კარგი ელჩი გყავთ, მადლობა მას თანამშრომლობისთვის და მხარდაჭერისთვის. დღევანდელი გეოპოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია პარტნიორ ქვეყნებთან მეტი თანამშრომლობა. საქართველოს ღიად აქვს გაცხადებული ევროპული კურსი, თუმცა ვხედავთ არასამართლიან დამოკიდებულებას ამ გზაზე. ჩვენ არავის ვებრძვით, მხოლოდ ვიცავთ ჩვენი ქვეყნის და ჩვენი მოსახლეობის ინტერესებს.

ალბათ, ზედმეტია იმაზე საუბარი, რომ იტალიასთან განსაკუთრებული სიყვარული მაკავშირებს. მზად ვარ, ყველანაირად შევუწყო ხელი ჩვენ ქვეყნებს შორის ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას“,-განაცხადა კახა კალაძემ.

თავის მხრივ, იტალიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მერს მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა იტალიის მზაობას ქვეყნებს შორის ურთიერთობების გასაღრმავებლად.

„მიხარია თქვენთან შეხვედრა. იმედს გამოვთქვამ, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის პარტნიორული ურთიერთობა კიდევ უფრო გაღრმავდება. იტალია, მხარს უჭერდა და მომავალშიც მტკიცედ დაუჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და მის სწრაფვას ევროსტრუქტურებში“, - აღნიშნა ედმონდო ჩირიელიმ.

თბილისის მერიაში გამართულ შეხვედრას საქართველოში იტალიის სრულუფლებიანი ელჩი მასიმილიანო დ'ანტუონო დაესწრო.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ