სასამართლომ დამნაშავედ 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული კიდევ 13 პირი ცნო, თუმცა 12-ს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა - აღნიშნულზე უარი თქვა მანუჩარ მიქელაძემ, რომელსაც 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

ათონელის სასახლესთან, 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული 13 პირი - კახაბერ კვაჭანტირაძე, სიმონ მახარაძე, გია თოლორაია, ავთანდილ თოფჩიშვილი, მიხეილ თოლორაია, იური ლომიძე, გიორგი ტალახაძე, დავით გიუნაშვილი, საბა კორძაია, გიორგი კირვალიძე, კობა ეპიტაშვილი, მანუჩარ მიქელაძე და ბექა მაჭავარიანი სასამართლომ დამნაშავედ ცნო, თუმცა, 12-ს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა, ხოლო ერთმა პირმა, მანუჩარ მიქელაძემ საპროცესო შეთანხმებაზე უარი თქვა, ამიტომ მას თავისუფლების 5 წლით აღკვეთა მიესაჯა.

რაც შეეხება დანარჩენ 12 პირს, მხარეებს შორის მიღწეული საპროცესო შეთანხმების პირობები ასეთია: 1 წელი რეალური და 3 წელი პირობითი სასჯელი. განსხვავებული პირობით დაუმტკიცდა საპროცესო შეთანხმება ერთადერთ ბრალდებულს - საბა კორძაიას, ის სხვა საქმეზე მსჯავრდებულია, სადაც 1,6 წლით აქვს თავისუფლების აღკვეთა მისჯილი. სწორედ ამ ვადით განესაზღვრა მას აღნიშნულ საქმეზე რეალური სასჯელი და 3 წლით პირობითი მსჯავრი.

ბრალდებულებს სასჯელის მოხდის ვადა დაკავების დღიდან დაეწყოთ, შესაბამისად, საბა კორძაიასა და მანუჩარ მიქელაძის გარდა, 11 ბრალდებული პენიტენციურ დაწესებულებას 4 თვეში დატოვებს.

გადაწყვეტილების გამოცხადებისას გიორგი კირვალიძემ განაცხადა, რომ აღარ სურდა საპროცესო შეთანხმება, თუმცა, მას დოკუმენტზე უკვე ხელი მოწერილი ჰქონდა.

აღნიშნული ეპიზოდი ერთადერთია, სადაც დაკავებულებს საპროცესო შეთანხმება სხვა მსჯავრდებულებისგან განსხვავებული პირობებით დაუმტკიცდათ, ვინაიდან პროკურატურის მტკიცებით, აღნიშნული დაკავებულების ქმედებების შედეგად, კონკრეტული პირები, მათ შორის, პოლიციელები დაშავდნენ.

ცნობისთვის, 4 ოქტომბერს, ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულ 13 პირს - კახაბერ კვაჭანტირაძეს, სიმონ მახარაძეს, გია თოლორაიას, ავთანდილ თოფჩიშვილს, მიხეილ თოლორაიას, იური ლომიძეს, გიორგი ტალახაძეს, დავით გიუნაშვილს, საბა კორძაიას, გიორგი კირვალიძეს, კობა ეპიტაშვილს, მანუჩარ მიქელაძეს და ბექა მაჭავარიანს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მათ ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილითაც აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე