გიორგი გვარაკიძე - საიდან მოიტანეთ რომ გადადგომას, ან სადმე წასვლას ვაპირებ?! - გადადგომას ნამდვილად არ ვაპირებ

საიდან მოიტანეთ რომ გადადგომას, ან სადმე წასვლას ვაპირებ?! - გადადგომას ნამდვილად არ ვაპირებ, - ამის შესახებ საქართველოს გენერალურმა პროკურორმა, გიორგი გვარაკიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

კერძოდ, გვარაკიძემ ამით უპასუხა კითხვას, დაიკავებს თუ არა გენერალური პროკურორის პოსტს კახა მურადაშვილი.

„თუკი გენერალური პროკურორი არ ასრულებს თავის მოვალეობას, სხვადასხვა მიზეზის გამო, მის მოვალეობას ასრულებს პირველი მოადგილე. თუ ამას გულისხმობთ, ეს ასეა და გადადგომას არ ვაპირებ ნამდვილად. ეგრე არ არის, ვერავინ დაიკავებს პოსტს. მაგას სჭირდება საბჭოს სხდომა, მერე პარლამენტის მხარდაჭერა. რატომ მისვამთ ამ კითხვას?! არარელევანტურ კითხვას მისვამთ. საიდან მოიტანეთ რომ გადადგომას ვაპირებ, ან სადმე წასვლას, ან სადმე გადასვლას?! მე მანამდეც მყავდა პირველი მოადგილე. თუკი მე არ ვიქნები გენერალური პროკურორი, მანამ სანამ ახალი გენერალური პროკურორი აირჩევა, მანამდე პირველი მოადგილე ასრულებს მოვალეობას“, - განაცხადა გვარაკიძემ.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს