შიდა ქართლის პოლიციას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს - ამ თანამდებობაზე სერგი ბზიშვილი რამაზ თათარაშვილმა შეცვალა

შიდა ქართლის პოლიციას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. ამ თანამდებობაზე პოლიციის პოლკოვნიკი რამაზ თათარაშვილი გადაიყვანეს.

აქამდე აღნიშნული პოზიცია სერგი ბზიშვილს ეკავა.

“შინაგან საქმეთა მინისტრი სულხან თამაზაშვილი, პირველ მოადგილე რონი მესხთან ერთად, შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტს ეწვია, სადაც სამუშაო თათბირი გამართა და თანამშრომლებს ახალი დირექტორი, პოლიციის პოლკოვნიკი რამაზ თათარაშვილი წარუდგინა.

რამაზ თათარაშვილმა აღნიშნულ თანამდებობაზე სერგი ბზიშვილი შეცვალა, რომელიც საქმიანობას საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის მთავარი სამმართველოს უფროსის პოზიციაზე გააგრძელებს.

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ახლად დანიშნულ დირექტორს პროფესიულ საქმიანობაში წარმატება უსურვა და დეპარტამენტის თანამშრომლებისგან რეგიონში პრევენციული საპოლიციო ღონისძიებების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო.

რამაზ თათარაშვილი ამ დრომდე იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობას იკავებდა. მას შინაგან საქმეთა სამინისტროში ხელმძღვანელ პოზიციებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს”, - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს