უკრაინის გენშტაბი - უკრაინელებმა რუსეთში, ფრონტის ხაზიდან 1200 კმ-ში, ორ ქარხანას დაარტყეს

უკრაინელებმა რუსეთის ორენბურგის ოლქში, ფრონტის ხაზიდან 1200 კილომეტრზე მეტ მანძილზე, გაზის გადამამუშავებელი ქარხანასა და რუსეთის ერთადერთ ჰელიუმის ქარხანას დაარტყეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

„საწარმოების ტერიტორიაზე ხანძარი დაფიქსირდა. ზარალის ოდენობა დგინდება“, - აცხადებენ გენშტაბში.

მათი განმარტებით, ორენბურგის გაზის გადამამუშავებელი ქარხანა და ორენბურგის ჰელიუმის ქარხანა ერთ კომპლექსს ქმნიან.

ორენბურგის გაზის გადამამუშავებელი ქარხნის სიმძლავრე 45 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს შეადგენს; ქარხანა გაწმენდილ ბუნებრივ აირს და გოგირდს აწარმოებს (რომელსაც ასაფეთქებელი ნივთიერებებისა და შავი დენთის წარმოებისთვის გამოიყენება).

ჰელიუმის ქარხანაში კი ჰელიუმსა (ინერტული აირი, რომელიც გამოიყენება თხევადი საწვავის სარაკეტო ძრავებსა და მართვის სისტემებში) და ეთანს აწარმოებენ.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს