გიორგი სიორიძე - სისტემა თავის პირმშოებს ხან ჭამს, ხან ასაჩუქრებს - ყველაფერი ივანიშვილის ნებაზეა დამოკიდებული - სისტემა დამპალია, რომელიც აუცილებლად უნდა შეიცვალოს „ქართული ოცნების“ რეჟიმთან ერთად

ყველაფერი ივანიშვილის ნებაზეა დამოკიდებული, რომელიც ზოგჯერ ხალხის დასაშინებლად ოდიოზურ პირებს გამოიყვანს, ან კულისებში გაიყვანს, რადგან ვიღაცის თვალში სახე შეინარჩუნოს, - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი სიორიძემ განაცხადა, რითაც საქართველოს გენერალური პროკურორის პირველ მოადგილედ კახა მურადაშვილის დანიშვნას გამოეხმაურა.

მისი თქმით, „მთავარია, რომ სისტემა დამნაშავე და დამპალია, რომელიც აუცილებლად უნდა შეიცვალოს „ქართული ოცნების“ რეჟიმთან ერთად“.

„სისტემა თავის პირმშოებს ხან ჭამს, ხან ასაჩუქრებს, ხან მაგნიტსკის სიაში შეყვანილ პირებს ღირსების ორდენით აჯილდოებს, ხან ცალკეულ სპეცრაზმელებს პასუხისგებაში უშვებს.

ყველაფერი ივანიშვილის ნებაზეა დამოკიდებული, რომელიც ზოგჯერ ხალხის დასაშინებლად ოდიოზურ პირებს გამოიყვანს, ან კულისებში გაიყვანს, რადგან ვიღაცის თვალში სახე შეინარჩუნოს.

ყველაფერი მის ნებაზეა დამოკიდებული, ასევე, არის მიმდინარე როტაციები შსს-სა თუ პროკურატურაში.

მაგრამ, მთავარია, რომ სისტემა დამნაშავე და დამპალია, რომელიც აუცილებლად უნდა შეიცვალოს „ქართული ოცნების“ რეჟიმთან ერთად“,- განაცხადა გიორგი სიორიძემ.

ინფორმაციისთვის, საქართველოს გენერალური პროკურორის პირველ მოადგილედ პოლიციის მაღალჩინოსანი კახა მურადაშვილი დაინიშნა.

გავრცელებული ინფორმაციით, მურადაშვილი აღნიშნულ პოზიციაზე მიმდინარე წლის 22 ივნისს დაინიშნა. მურადაშვილამდე პირველი მოადგილის თანამდებობას ზურაბ ბელთაძე იკავებდა. ის ახლა მოადგილის პოსტზე რჩება.

კახა მურადაშვილი სხვადასხვა პერიოდში პოლიციაში მაღალ თანამდებობებს იკავებდა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს