გრიგოლ გეგელია - დღეს კიდევ ერთხელ ვნახეთ დასტური, რომ აშშ ელის კონკრეტულ შეთავაზებას - ქართველები დასხდნენ მაგიდასთან და ამერიკას საქმიანი შეთავაზება წარუდგინონ, შეთავაზება კი არის ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი

„ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გრიგოლ გეგელიას განცხადებით, ამერიკელი ანალიტიკოსის, ჯეიმს ჯეი კარაფანოს განცხადებები ადასტურებს, რომ აშშ საქართველოსთან ურთიერთობების გადატვირთვის საკითხში კონკრეტულ ეკონომიკურ და პოლიტიკურ პირობებზე საუბრობს.

გეგელიას თქმით, ვაშინგტონის მთავარი ინტერესები ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტისა და შუა დერეფნის პროექტს უკავშირდება, ხოლო მეორე მნიშვნელოვანი მიმართულება ქვეყანაში პოლიტიკური სტაბილურობაა.

გეგელიამ ასევე აღნიშნა, რომ აშშ ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესებს ყურადღებით აკვირდება და, მისი თქმით, პოლიტიკური რეპრესიებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების მდგომარეობის მიმართ თვალს არ დახუჭავს.

„საგარეო საქმეთა მინისტრის არ იყოს, როგორც ჩანს ე.წ. პრემიერ-მინისტრსაც აქვს წაკითხულიდან შინაარსის გამოტანის მძიმე პრობლემა. რუსულ ოცნებას უჭირს ის თუ რა უთხრა მარკო რუბიომ და რას ადასტურებს ჯეიმს ჯეი კარაფანო, რომელიც ამერიკის ერთ-ერთი წამყვანი ანალიტიკოსია. ამერიკის მესიჯი სრულად ნათელია. ურთიერთობების გადატვირთვას ორი ფასი აქვს: ეკონომიკა და უსაფრთხოება ანუ ანაკლია და პოლიტიკური სტაბილურობა. ეს განცხადებები კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რასაც ჩვენ დიდი ხნია ვამბობთ - აშშ-ი დაინტერესებულია პრაგმატული ორმხრივი ურთიერთობებით საქართველოსთან, მაგრამ ივანიშვილი „ქოცურ“ ფასად ცდილობს დალაგებას. ამას ვერ ახერხებს, რადგან ივანიშვილი არის ნაკლებად ნიჭიერი ბიზნესმენი და პოლიტიკოსი, ვიდრე დონალდ ტრამპი, რომელიც ყოველთვის აჯობებს პოლიტიკაში, ბიზნესში და, რა თქმა უნდა, ვაჭრობაში.

არაერთხელ გვითქვამს, რომ შესაძლებლობების ფანჯარა ღიაა. საქართველოს მიმართ არსებული ინტერესი განპირობებულია ანაკლიით და შუა დერეფნით. დღეს კიდევ ერთხელ ვნახეთ იმის დასტური, რომ აშშ ელის კონკრეტულ შეთავაზებას - ქართველები დასხდნენ მაგიდასთან და ამერიკას საქმიანი შეთავაზება წარუდგინონ. ეს შეთავაზება კი არის ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი.

ამავე დროს აშშ-ი მკაფიოდ ამბობს, რომ არ დახუჭავს თვალს არც პოლიტიკურ რეპრესიებზე, არც დემოკრატიულ შევიწროებაზე, არც იმ მდგომარეობაზე, რაშიც „ქართულმა ოცნებამ“ ჩააგდო ქართული საზოგადოება.

დღეს კიდევ ერთხელ ითქვა, რომ ბოიკოტი არ არის გზა წინ, პირიქით, ხალხის მობილიზება, დარაზმვა და ბრძოლა არის ერთადერთი სწორი გზა, რასაც მხარს უჭერს აშშ“,- განაცხადა გეგელიამ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე