დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. „მთავრობის“ ცვლილება რუსეთის შემადგენლობაში შესაძლო შესვლას არ უკავშირდება

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. “მთავრობის” ცვლილება ოკუპირებული რეგიონის რუსეთში შესაძლოა შესვლას არ უკავშირდება. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

“არა, არ შეიძლება”, - განაცხადა პესკოვმა კითხვაზე პასუხისას, შეიძლება თუ არა ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. “პრეზიდენტის” გადადგომის რუსეთის შემადგენლობაში შესაძლო შესვლაზე განცხადებასთან დაკავშირება.

ცნობისთვის, 22 ივნისს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინისა და ოკუპირებული ცხინვალის გადამდგარი ე.წ. “პრეზიდენტის”, ალან გაგლოევის შეხვედრა გაიმრთა. მათ ღრმა ინტეგრაციის შესახებ შეთანხმების რეალიზაცია განიხილეს, რომელსაც კრემლში 9 მაისს მოაწერეს ხელი.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს