ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ბელარუსში რუსული დრონებისთვის "რეტრანსლიატორები" გათიშეს

ბელარუსში რუსული დრონებისთვის რეტრანსლატორები გათიშეს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

“არსებული ინფორმაციით, რომელიც მომაწოდა მთავარსარდალმა, ასევე, დაზვერვამ, 22 ივნისს შესაბამისმა "რეტრანსლატორებმა" ბელარუსის ტერიტორიაზე მუშაობა შეწყვიტეს.

მოახდინეს თუ არა მათი დემონტაჟი, მე, სიმართლე გითხრათ, ჯერ არ ვიცი. მაგრამ ვმუშაობთ ამაზე, ძალიან ყურადღებით ვაკვირდები ვითარებას და ყოველდღიურად ვიღებ ანგარიშებს. ფაქტია, რომ დღეისთვის რეტრანსლატორები არ მუშაობენ”, - განაცხადა ზელენსკიმ.

ცნობისთვის, 19 ივნისს ზელენსკიმ ულტიმატუმი წაუყენა ბელარუსის პრეზიდენტს, ალექსანდრ ლუკაშენკოს, რომ ერთი კვირის განმავლობაში მოახდინოს რეტრანსლატორების დემონტაჟი, რომლებიც უკრაინული ქალაქების წინააღმდეგ რუსული დრონების დარტყმების კორექტირებას ახდენენ, წინააღმდეგ შემთხვევაში ამას უკრაინა გააკეთებს.

ავთანდილ წულაძე - ეს წელი რუსეთისთვის ძალიან რთული იქნება და არაა გამორიცხული, რუსეთში მოვლენები მოულოდნელი სცენარებითაც კი განვითარდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.06.2026
FX Hub by Foresight - ფორსაით ჯგუფმა კონვერტაციების ახალი პლატფორმა შექმნა
20 ივნისის სეტყვით გამოწვეული ზიანი „თიბისი დაზღვევაში“ 4 მლნ ლარს აღემატება
GEMS School Management საქართველოში შემოდის - Omnia Isani-ში საერთაშორისო სკოლა გაიხსნება