გიორგი გაბიტაშვილი - 2025 წელს ჩავატარეთ 44 აუდიტი - ამავე წელს, ბიუჯეტში დაბრუნებული, დაზოგილი, დამატებით მობილიზებული თანხის რაოდენობამ 11.8 მლნ ლარი შეადგინა

აუდიტის სამსახურის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების შედეგად, ბიუჯეტში დაბრუნდა ზედმეტად გადახდილი თანხები, მობილიზებული იქნა დამატებითი შემოსავლები და ზოგიერთ შემთხვევაში, დაიზოგა საბიუჯეტო რესურსები - 2025 წელს, ბიუჯეტში დაბრუნებული, დაზოგილი, დამატებით მობილიზებული თანხების ჯამურმა რაოდენობამ 11.8 მლნ ლარი შეადგინა, - ამის შესახებ საქართველოს გენერალურმა აუდიტორმა, გიორგი გაბიტაშვილმა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც 2025 წლის საქმიანობის ანგარიშს წარადგენს.

ამასთან, გიორგი გაბიტაშვილი აღნიშნავს, რომ გასულ მაღალი რისკის შემცველი გარემოებებიდან გამომდინარე, შემდგომი რეაგირებისთვის, პროკურატურას გადაეგზავნა 17 აუდიტის ანგარიში, ან კონკრეტული ინფორმაცია, აქედან 4 დაერთო უკვე მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეს ხოლო 13 შემთხვევაში დაიწყო გამოძიება ახალ სისხლის სამართლის საქმეზე.

მისივე თქმით, „პროკურატურაში გადაგზავნილი მასალები თანხობრივ გამოხატულებაში 80 მლნ ლარს შეადგენს“.

„2025 წელს ჩავატარეთ 44 აუდიტი, მათ შორის 5 ფინანსური, 26 შესაბამისობის, 3 უწყებათაშორისი და 10 ეფექტიანობის აუდიტი. ჩატარებული ფინანსური აუდიტებით დაიფარა 28.5 მლრდ ლარზე მეტი, რაც ნაერთი ბიუჯეტის 95%-ია. საერთო ჯამში, 2025 წელს, 36.5 მლნ ლარი შეადგინა ჩატარებული აუდიტებით გამოვლენილი დარღვევების თანხობრივმა მაჩვენებელმა, რომელიც სისტემური ხასიათის ნაკლოვანებებს მოიცავს და ძირითადად უკავშირდება საბიუჯეტო რესურსების არაეფექტიანი, არაეკონომიური და არამიზნობრივი გამოყენების შემთხვევებს, ასევე შესყიდვებისა და აქტივების მართვასთან დაკავშირებულ საკითხებს,“ - განაცხადა გაბიტაშვილმა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს
თიბისისა და Visa-ს ახალი ბარათი ექსკლუზიურად Glovo-ს კურიერებისთვის
AI ასისტენტი ყველა სტუდენტისთვის - BTU ახალ სასწავლო მოდელს ნერგავს
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
იმედი L-ის მხარდაჭერით მე-8 საერთაშორისო კონფერენცია „სტანდარტები ტურიზმში“ იმართება
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა