უკრაინული მედია - ოკუპირებულ ყირიმში დრონებით იერიშების შემდეგ აფეთქებები მოხდა

ოკუპირებულ ყირიმში დრონებით იერიშების შემდეგ აფეთქებები მოხდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, აფეთქებების ხმა სევასტოპოლის, სიმფეროპოლისა და საკის მახლობლად ისმოდა.

ასევე, „ტელეგრამ“ არხების ცნობით, აფეთქება მოხდა ბალაკლავას თბოელექტროსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზეც.

ოკუპირებული სევასტოპოლის ე.წ. გუბერნატორმა, მიხაილ რაზვოჟაევმა განაცხადა, რომ ელექტროენერგიის მიწოდებაზე შეზღუდვები დაწესდა.

რაზვოჟაევმა მოსახლეობას მოუწოდა, რომ „დროებით გართულებებს გაგებით მოეკიდონ“.

ავთანდილ წულაძე - ეს წელი რუსეთისთვის ძალიან რთული იქნება და არაა გამორიცხული, რუსეთში მოვლენები მოულოდნელი სცენარებითაც კი განვითარდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.06.2026
FX Hub by Foresight - ფორსაით ჯგუფმა კონვერტაციების ახალი პლატფორმა შექმნა
20 ივნისის სეტყვით გამოწვეული ზიანი „თიბისი დაზღვევაში“ 4 მლნ ლარს აღემატება