ე.წ. საბოტაჟის საქმის მოსამართლემ ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი სხდომათა დარბაზიდან გააძევა

ე.წ. საბოტაჟის საქმის მოსამართლემ, თამარ მახარობლიძემ სხდომათა დარბაზიდან კიდევ ერთი ადვოკატი, დიმიტრი საძაგლიშვილი გააძევა, რომელიც ამ საქმეზე „ოპოზიციური ალიანსის“ ერთ-ერთ ლიდერს, ნიკა გვარამიას იცავს.

როგორც დარბაზიდან გაძევების შემდგომ დიმიტრი საძაგლიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ის ცდილობდა დაეფიქსირებინა პოზიცია, რომ უსაფუძვლო იყო ბრალდების მხარის შუამდგომლობა კითხვის განრიდებასთან დაკავშირებით და ამის დასაბუთებას აპირებდა, თუმცა საძაგლიშვილის თქმით, მოსამართლე თამარ მახარობლიძემ ისე მიიღო გადაწყვეტილება გაძევების შესახებ, რომ „როგორც ჩანს, მას საერთოდ არ აინტერესებდა ადვოკატის პოზიცია“.

„რეალურად, სრულიად უსაფუძვლოდ მიიღო გადაწყვეტილება სასამართლო სხდომის დარბაზიდან ჩემი გაძევების თაობაზე მოსამართლე მახარობლიძემ. პროკურორმა დააყენა შუამდგომლობა კითხვის განრიდების შესახებ, ამის შემდეგ მან მოისმინა ნიკა გვარამიას პოზიცია და მეც მინდოდა, როგორც მის ადვოკატს პოზიციის დაფიქსირება, თუმცა ამის საშუალება არ მომცა და ისე განარიდა შეკითხვა - ეს მაშინ, როდესაც პირდაპირ ვალდებულებაა, ერთი მხრივ, სასამართლოსი და მეორე მხრივ, პირდაპირ კანონით გათვალისწინებული უფლებაა ადვოკატის, რომ თვითონაც დააფიქსიროს პოზიცია კითხვის განრიდებასთან დაკავშირებით და ამის შემდეგ მოხდეს გადაწყვეტილების მიღება. ჩემი მხრიდან არც შეურაცხყოფის მიყენებას ჰქონია ადგილი, არც სასამართლო სხდომის ჩატარებისთვის ხელშეშლას. არ ვიცი, უბრალოდ, აუხსნელია ისე მიიღო გადაწყვეტილება გაძევებაზე და დაჯარიმებაზე. ბუნებრივია, გავასაჩივრებთ ამ გადაწყვეტილებას და დაველოდები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას“, - განაცხადა საძაგლიშვილმა.

მისი თქმით, გარდა იმისა, რომ მოსამართლემ წინა სხდომიდან, აღნიშნული სისხლის სამართლის საქმის ადვოკატი, ბექა ბასილაია გააძევა, ზოგადად „მოსამართლის ქცევა დარბაზში არის წარმოუდგენელი“.

„ზოგადად მოსამართლის ქცევა დარბაზში არის წარმოუდგენელი, იმიტომ, რომ სხვა ადვოკატებთანაც ასეთი მიდგომა აქვს. კერძოდ, ყველას შენიშვნა აქვს გამოცხადებული და ემუქრება გაძევებით. როგორც ჩანს, მას დისკომფორტს უქმნის დაცვის მხარის პოზიცია და ალბათ, მისთვის კომფორტული იქნება ისე გაასამართლოს და მიუსაჯოს პატიმრობა პოლიტიკურ ლიდერებს, რომ საერთოდ ადვოკატების პოზიციაც არ მოისმინოს.

არ ვიცი, ჩვენ ალბათ, შევჯერდებით, მათ შორის ერთმანეთსაც დაველაპარაკებით, შეიძლება, თუ არა რაიმე ერთობლივად გავაკეთოთ, რათა მოგვეცეს საშუალება, თუნდაც ფორმალურად მაინც ვისხდეთ სხდომის დარბაზში და თუნდაც ფორმალურად მაინც დავაფიქსიროთ პოზიციები, ამა თუ იმ შუამდგომლობასთან დაკავშირებით“, - განაცხადა საძაგლიშვილმა.

რაც შეეხება მის დაცვის ქვეშ მყოფის, ნიკა გვარამიას უფლებების დაცვას, ადვოკატის განმარტებით, არ დგას იმის წინაპირობა, რომ გვარამიას საზოგადოებრივი ადვოკატი დაენიშნოს, რადგან საქმეში სხვა ადვოკატიც არის ჩართული.

„ამის წინაპირობა დღევანდელ სხდომაზე არ არსებობს, არც სავალდებულო დაცვის წინაპირობა არსებობს. გარდა ამისა, საქმეში არის სხვა ადვოკატიც ჩართული. დღეის მდგომარეობით, ამის წინაპირობა არ არსებობს და არ ვიცი, მომავალში, როგორ განვითარდება მოვლენები“, - განაცხადა საძაგლიშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე