გიორგი გაბიტაშვილი - რატომ არ სრულდება აუდიტის სამსახურის რეკომენდაციები, ამაში ხელისუფლება უნდა დაგვეხმაროს - აუდიტის სამსახური ვერ დაიბარებს რომელიმე გამგებელს, თუ უფლებამოსილებას მომანიჭებთ, რეკომენდაციების შესრულების პროცენტი შეიცვლება

აუდიტის სამსახური ვერ დაიბარებს რომელიმე გამგებელს და ვერ დაუწყებს კითხვების დასმას - თუ მომანიჭებთ ასეთ უფლებამოსილებას, გარწმუნებთ, რეკომენდაციების შესრულების პროცენტი შეიცვლება, თან რადიკალურად, - ამის შესახებ საქართველოს გენერალურმა აუდიტორმა, გიორგი გაბიტაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რითაც აუდიტის სამსახურის მიერ გაცემული რეკომენდაციების შეუსრულებლობის მაჩვენებელთან დაკავშირებით, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატების კითხვას უპასუხა.

მისივე თქმით, აუდიტის სამსახურს მის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების ბერკეტები არ გააჩნია.

„რეკომენდაციების შეუსრულებლობის 41%-ზე საუბრობდით. რატომ არ სრულდება და ამაში თქვენ უნდა დაგვეხმაროთ - პარლამენტი და აღმასრულებელი ხელისუფლება. აუდიტის სამსახური ვერ დაიბარებს რომელიმე გამგებელს და ვერ დაუწყებს კითხვების დასმას. ასეთი უფლებამოსილება არ გვაქვს, თორემ კითხვების დასმა ძალიან კარგად ვიცი წინა პროფესიიდან გამომდინარე. თუ მომანიჭებთ ასეთ უფლებამოსილებას, გარწმუნებთ, რეკომენდაციების შესრულების პროცენტი შეიცვლება, თან რადიკალურად. ესაა ჩემი პასუხი და დავასრულოთ, რატომ ვერ სრულდება რეკომენდაციები. არ მაქვს სათანადო ბერკეტები და როგორ შევასრულებ?! მომეცით ბერკეტი და შევასრულებ! რომ მქონდეს [ბერკეტი], აუცილებლად გამოვიყენებდი,“ - განაცხადა გაბიტაშვილმა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს
თიბისისა და Visa-ს ახალი ბარათი ექსკლუზიურად Glovo-ს კურიერებისთვის
AI ასისტენტი ყველა სტუდენტისთვის - BTU ახალ სასწავლო მოდელს ნერგავს
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
იმედი L-ის მხარდაჭერით მე-8 საერთაშორისო კონფერენცია „სტანდარტები ტურიზმში“ იმართება
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა