მიხეილ სააკაშვილი - საქმე ბევრად უფრო მძიმედაა, ვიდრე პარტიებისა და ცალკეული ადამიანების ბედი - ვხედავ, რა ამ სასიკვდილო საფრთხეს, უარს ვამბობ დადგენილ სათამაშო წესებზე და ხმამაღლა მინდა ვიყვირო: ხალხო, გაიღვიძეთ, გაანძრიეთ ხელი

ვხედავ, რა ამ სასიკვდილო საფრთხეს, უარს ვამბობ დადგენილ სათამაშო წესებზე და ხმამაღლა მინდა ვიყვირო: ხალხო, გაიღვიძეთ, გაანძრიეთ ხელი, თორემ ვიღუპებით! ჩვენ უნდა გადავარჩინოთ ჩვენი შვილები. მე მინდა, რომ ჩემს ხუთი თვის შვილიშვილს, ილიკო სააკაშვილს, ჰქონდეს სამშობლო და იამაყოს თავისი წარმოშობით. ახლა საკითხი ასე დგას: ან გამარჯვება, ან სიკვდილი! - ამის შესახებ განცხადება საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში გაავრცელა.

სააკაშვილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთს უკრაინაში ძალიან გაუჭირდა, პუტინისთვის საქართველოს სრული ფიზიკური გაკონტროლება ძალიან ადვილი იქნება და ბიძინა ივანიშვილმა მას ამისთვის საფუძველი მოუმზადა.

„საქმე ბევრად უფრო მძიმედაა, ვიდრე პარტიებისა და ცალკეული ადამიანების ბედი.

უნდა შევხედოთ, თუ რა ხდება რეგიონში. რუსეთი აწარმოებს რეგიონულ დაპყრობით ომს. ივანიშვილმა მას შესთავაზა პეტენის რეჟიმის როლის განმეორება საქართველოში.

რა არის პეტენის რეჟიმი?

მეორე მსოფლიო ომის დროს საფრანგეთის მარშალი პეტენი შეთანხმდა ჰიტლერთან, რომ საფრანგეთი არ შეუერთდებოდა ანტიგერმანულ კოალიციას. ქვეყნის შიგნით მოკლავდა ან დაიჭერდა ჰიტლერის მტრებს, დაამყარებდა მთელ ეკონომიკას გერმანიასთან ურთიერთობებზე და სხვა შიდა მმართველობის საკითხებში პეტენს არავინ შეეხებოდა. მას ექნებოდა ავტონომია და საფრანგეთის ძირითადი ნაწილი არ იქნებოდა გერმანიის პირდაპირი ოკუპაციის ქვეშ. ეს პეტენმა გაასაღა მშვიდობად და ომის თავიდან აცილებად.

აბა, დაუფიქრდით - რამე ხომ არ გეცნობათ?

ის, რაც ქართველებს მშვიდობა ჰგონიათ “ქოცების” სახით, არის მწარე ილუზია.

ზუსტად ასეთი შეთანხმება ჰქონდა ჰიტლერს უნგრეთთან, ნორვეგიასთან, იტალიასთან. ერთი ერთზე იგივე ხდება რუსეთსა და საქართველოს შორის, მაგრამ როცა ომში გერმანიას გაუჭირდა, მან გვერდზე გაწია თავისი მოკავშირე მარიონეტული რეჟიმები და მოახდინა ამ ყველა ქვეყნის მთლიანი და ძალიან სისხლიანი ოკუპაცია, რომელიც უმეტეს შემთხვევაში მხოლოდ რამდენიმე თვე გაგრძელდა გერმანიის სრულ ჩამოშლამდე.

ახლა რუსეთს ძალიან გაუჭირდა უკრაინასთან.

პუტინი გრძნობს გარდაუვალი კრახის მოახლოებას და დაიწყო ფიქრი კუდის მოქნევაზე. სწორედ ამითაა განპირობებული ახლა რუსული მოძრაობები ცხინვალის რეგიონში. ეს არის ივანიშვილის შანტაჟი, რომ აღიაროს ოკუპირებული მიწების დამოუკიდებლობა.

ივანიშვილი, თავის მხრივ, იმიტირებს დასავლეთთან დაახლოების სურვილს, მაგრამ დასავლეთი - არც ამერიკა და არც ევროპა - დღევანდელი ფორმით რეჟიმს არ მიიღებს და არ გადაეფარება.

აი, პუტინისთვის კი საქართველოს სრული ფიზიკური გაკონტროლება ძალიან ადვილი საქმეა.

ივანიშვილმა საკუთარი სიხარბითა და არაშორსმჭვრეტელობით მას უკვე მოუმზადა საფუძველი. ეკონომიკა, მათ შორის ტურიზმი, მთლიანად ჩამოკიდებულია რუსეთზე, რაც ივანიშვილს აწყობს პირადი გამდიდრებისთვის, მაგრამ კატასტროფაა ქვეყნისთვის.

საკმარისია რუსეთმა გამოაცხადოს ემბარგო, შეაჩეროს ტურისტული ნაკადი, ცხინვალიდან ორმა სამხედრო მანქანამ ჩაკეტოს მთავარი მაგისტრალი და ერთი რაკეტა მოარტყან ლუგარის ლაბორატორიას, ივანიშვილი გაქუსლავს, თბილისში პირდაპირ რუსი დაჯდება და სისხლის გუბეებს დააყენებს, გვაგრძნობინებენ რუსული ჩექმის მთელ სიმყრალესა და სისასტიკეს.

ახლა სწრაფი სვლით მივდივართ ამ რეალობის დადგომისკენ და პოლიტიკურ სპექტრს თითქოს სძინავს.

ამიტომ, ვხედავ რა ამ სასიკვდილო საფრთხეს, უარს ვამბობ დადგენილ სათამაშო წესებზე და ხმამაღლა მინდა ვიყვირო: ხალხო, გაიღვიძეთ, გაანძრიეთ ხელი, თორემ ვიღუპებით!

ჩვენ უნდა გადავარჩინოთ ჩვენი შვილები. მე მინდა, რომ ჩემს ხუთი თვის შვილიშვილს, ილიკო სააკაშვილს, ჰქონდეს სამშობლო და იამაყოს თავისი წარმოშობით.

ახლა საკითხი ასე დგას: ან გამარჯვება, ან სიკვდილი.

უნდა ყველაფერი ვიღონოთ, რათა ეს იყოს მტრის სიკვდილი და ჩვენი გამარჯვება“,- განაცხადა სააკაშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე