ირაკლი კობახიძე გახარიას პარტიის დეპუტატებს - ჩვენ მთლიანად აღვკვეთეთ სიმბოლურ ფასად ქონების გადაცემის პრაქტიკა, რაც იყო მანკიერი - იყავით და გაგეკეთებინათ! არ გააკეთეთ - ჩვენ გავაკეთეთ, მადლობა ყურადღებისთვის!

ჩვენ მთლიანად აღვკვეთეთ სიმბოლურ ფასად ქონების გადაცემის პრაქტიკა, რაც იყო მანკიერი პრაქტიკა - იყავით და გაგეკეთებინათ! არ გააკეთეთ - ჩვენ გავაკეთეთ. მადლობა ყურადღებისთვის! - ასე მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ფრაქცია „საქართველოსთვის“ წევრებს, რომლებმაც პრემიერს სიმბოლურ 1 ლარად ქონების გადაცემასთან დაკავშირებით დაუსვეს კითხვა.

პრემიერის თქმით, ახლა ყველაფერი გამოდის გამჭვირვალე აუქციონზე, რაც არ იყო უზრუნველყოფილი მათ შორის არც გიორგი გახარიას პრემიერობის დროს.

„კითხვა დაისვა იმასთან დაკავშირებით, თუ ვის გადაეცემა 1 ლარად ქონება, არიან თუ არა ესენი მთავრობასთან დაკავშირებული პირები. მე მინდა გითხრათ, რომ ჩვენ მთლიანად აღვკვეთეთ სიმბოლურ ფასად ქონების გადაცემის პრაქტიკა, თუ არა, არის კონკრეტული შემთხვევები, მაგალითად დევნილებისთვის უფასოდ ბინების გადაცემა და ა.შ. ეს იყო მანკიერი პრაქტიკა- იყავით და გაგეკეთებინათ! შეგეძლოთ თქვენც გაგეკეთებინათ იგივე. ჩვენ მთლიანად გავაუქმეთ პრივატიზაციის მანკიერი პრაქტიკა, რაც ითვალისწინებდა პირდაპირი ფორმით ქონების გადაცემას კონკრეტული ადამიანებისთვის. შესაბამისად, ამ მიმართულებით კორუფცია თეორიულადაც კი გახდა შეუძლებელი. ყველაფერი გამოდის გამჭვირვალე აუქციონზე, რაც არ იყო უზრუნველყოფილი, მაშინ, როდესაც თქვენი თავმჯდომარე იყო, მაგალითად, მთავრობის ხელმძღვანელი. იყავით და გაგეკეთებინათ! არ გააკეთეთ- ჩვენ გავაკეთეთ. მადლობა ყურადღებისთვის!“,- განაცხადა პრემიერმა.

ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე