გოგიტა თოდრაძემ ევროპის სტატისტიკოსთა კონფერენციის დასკვნით პლენარულ სესიას უხელმძღვანელა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) აღმასრულებელი დირექტორი გოგიტა თოდრაძე, მოადგილესთან ირაკლი აფხაიძესთან ერთად, ევროპის სტატისტიკოსთა კონფერენციის (Conference of European Statisticians – CES) 74-ე პლენარულ სესიაში მონაწილეობდა, რომელიც 2026 წლის 24–26 ივნისს, ჟენევაში, გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE) შტაბბინაში გაიმართა.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, გოგიტა თოდრაძე, როგორც ევროპის სტატისტიკოსთა კონფერენციის ვიცე-პრეზიდენტი და ბიუროს წევრი, თავმჯდომარეობდა კონფერენციის დასკვნით პლენარულ სხდომას, რომლის ფარგლებში განხილულ იქნა UNECE-ის სტატისტიკური პროგრამის საქმიანობა, ევროპის სტატისტიკოსთა კონფერენციის ბიუროსა და სპეციალისტთა ჯგუფების მუშაობის შედეგები, ასევე გაეროს სტატისტიკის კომისიიდან გამომდინარე საკითხები და სამომავლო სამუშაო პრიორიტეტები.

„სესიის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო კონფერენციის ფარგლებში მომზადებული ანგარიშების, საერთაშორისო რეკომენდაციების, მეთოდოლოგიური გზამკვლევებისა და სხვა ნორმატიული დოკუმენტების განხილვასა და დამტკიცებას. აღნიშნული დოკუმენტები განსაზღვრავს ოფიციალური სტატისტიკის განვითარების მიმართულებებს და ხელს უწყობს სტატისტიკის პრაქტიკის ჰარმონიზაციას UNECE-ის წევრ ქვეყნებში.

ევროპის სტატისტიკოსთა კონფერენცია UNECE რეგიონის ოფიციალური სტატისტიკის უმაღლესი მმართველი ორგანოა, რომელიც აერთიანებს 56 ქვეყანას ევროპიდან, ჩრდილოეთ ამერიკიდან, კავკასიიდან და ცენტრალური აზიიდან. კონფერენცია წარმოადგენს საერთაშორისო თანამშრომლობის, ცოდნის გაზიარებისა და თანამედროვე სტატისტიკური სტანდარტების შემუშავების მნიშვნელოვან პლატფორმას.

კონფერენციის ვიცე-პრეზიდენტის რანგში დასკვნითი პლენარული სესიის ხელმძღვანელობა საქართველოსთვის წარმოადგენს მნიშვნელოვან საერთაშორისო აღიარებას და კიდევ ერთხელ ადასტურებს საქსტატის აქტიურ ჩართულობას გლობალური და რეგიონული სტატისტიკის პოლიტიკის ფორმირების პროცესში.

საქართველოს წარმომადგენლობა ევროპის სტატისტიკოსთა ხელმძღვანელ ორგანოებში ქვეყნის სტატისტიკის სისტემის მაღალი საერთაშორისო ავტორიტეტისა და პროფესიული რეპუტაციის მნიშვნელოვანი დასტურია. აღნიშნული მონაწილეობა საქართველოს შესაძლებლობას აძლევს უშუალოდ ჩაერთოს საერთაშორისო სტატისტიკური სტანდარტებისა და რეკომენდაციების შემუშავების პროცესში და წვლილი შეიტანოს ოფიციალური სტატისტიკის შემდგომ განვითარებაში როგორც რეგიონულ, ისე გლობალურ დონეზე“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე