მედია - ვოლგოგრადში რუსეთის სამხედრო საწარმოზე სარაკეტო დარტყმები განხორციელდა

ვოლგოგრადის ოლქში რუსეთის სამხედრო საწარმოზე სარაკეტო დარტყმები განხორციელდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, გასულ ღამეს ვოლგოგრადის ოლქში სარაკეტო განგაში გამოცხადდა და აეროპორტმა მუშაობა დროებით შეაჩერა.

„ტელეგრამ“ არხ Astra-ს ცნობით, უკრაინამ „ტიტან-ბარიკადის“ სამხედრო საწარმოზე დარტყმები „ფლამინგოს“ რაკეტებით განახორციელა.

მათივე თქმით, ქარხანა რუსეთის სტრატეგიული სარაკეტო სისტემებისთვის გამშვებ დანადგარებს აწარმოებს.

ვოლგოგრადზე თავდასხმა დაადასტურა ოლქის გუბერნატორმა, ანდრეი ბოჩაროვმაც.

ბოჩაროვის განცხადებით, ვოლგოგრადში დარტყმების შედეგად 10 ადამიანი დაშავდა.

ასევე, უკრაინული მედიის ინფორმაციით, ღამით დრონებით იერიშები ოკუპირებულ სევასტოპოლზეც განხორციელდა.

ოკუპირებული სევასტოპოლის ე.წ. გუბერნატორმა, მიხაილ რაზვოჟაევმა განაცხადა, რომ დრონებით თავდასხმის გამო ქერჩის ხიდი რამდენიმე საათით დაკეტეს.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები