ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინის შორ მანძილზე მოქმედი „სანქციების“ არეალი კვლავ ფართოვდება - რუსეთის ყველა თავდაცვის ობიექტი სამართლიანი სამიზნეა

„ფლამინგოს“ რაკეტებით ვოლგოგრადში საარტილერიო სისტემების საწარმოზე დარტყმა განხორციელდა, - ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ავრცელებს.

„რუსეთის ყველა თავდაცვის ობიექტი, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ ომს ემსახურება, ჩვენი შორ მანძილზე მოქმედი „სანქციების“ სამართლიანი სამიზნეა. ღამით, FP-5 „ფლამინგოს“ ტიპის რაკეტებით წარმატებული დარტყმა განხორციელდა ვოლგოგრადში მდებარე „ტიტან-ბარიკადის“ საწარმოზე. ეს მსხვილი სამრეწველო კომპლექსია, სადაც მტერი აწარმოებს საარტილერიო სისტემებსა და სპეციალიზებულ სამხედრო აღჭურვილობას, მათ შორის რაკეტების გამშვები სისტემების კომპონენტებს, რომლებიც ჩვენი ხალხის წინააღმდეგ თავდასხმებისთვის გამოიყენება“, - წერს ზელენსკი X-ზე.

ზელენსკის ცნობით, სარაკეტო დარტყმის შემდეგ საწარმოს ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა.

„უკრაინის შორ მანძილზე მოქმედი „სანქციების“ არეალი კვლავ ფართოვდება. სწორედ ჩვენი ზეწოლაა, რომელიც, დღითი დღე, ღირსეული მშვიდობისთვის ნიადაგს ამზადებს“, - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები