დონალდ ტრამპი  - ჯონ ბოლტონი საშინელი ადამიანია, რომელსაც მხოლოდ ომების დაწყება სურდა

ჯონ ბოლტონი საშინელი ადამიანია, რომელსაც მხოლოდ ომების დაწყება სურდა, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

დონალდ ტრამპი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მისი ყოფილი მრჩევლის, ჯონ ბოლტონის მიერ საიდუმლო ინფორმაციის შენახვის საქმეზე დანაშაულის აღიარებას გამოეხმაურა.

„ჯონ ბოლტონმა, ამერიკის შეერთებული შტატების სულელმა, გაუწონასწორებელმა და არაკვალიფიციურმა ყოფილმა წარმომადგენელმა, დანაშაული აღიარა“, - წერს ტრამპი Truth Social-ზე.

ცნობისთვის, ჯონ ბოლტონს ეროვნულ თავდაცვასთან დაკავშირებული საიდუმლო ინფორმაციის შენახვისა და გადაცემისთვის გასულ წელს 18 ბრალდება წაუყენეს. პარასკევს ბოლტონმა დანაშაული აღიარა.

ჯონ ბოლტონისთვის განაჩენის გამოტანა 28 ოქტომბერს არის დაგეგმილი. ბოლტონს 2.25 მილიონი დოლარის ოდენობის ჯარიმის გადახდა და 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები