მედია - ისრაელმა შეთანხმების ხელმოწერიდან მეორე დღეს სამხრეთ ლიბანში დრონით თავდასხმა განახორციელა

ისრაელმა სამხრეთ ლიბანში დრონით დარტყმა განახორციელა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ლიბანის სახელმწიფო მედიის ცნობით, ისრაელმა დარტყმა ნაბატიეს რაიონში განახორციელა.

ისრაელის თავდაცვის ძალების წარმომადგენელმა Reuters-ს განუცხადა, რომ დარტყმის სამიზნე პირი ისრაელის სამხედროებისთვის საფრთხეს წარმოადგენდა.

ცნობისთვის, ისრაელმა დარტყმა აშშ-ის, ისრაელისა და ლიბანის მიერ ვაშინგტონში სამმხრივი ჩარჩო შეთანხმების გაფორმებიდან ერთი დღის შემდეგ განახორციელა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, შეთანხმება ლიბანის სუვერენიტეტის აღსადგენად და „ჰეზბოლას“ განიარაღებისთვის სტრუქტურულ პროცესს აყალიბებს. ასევე, ჩარჩო შეთანხმება ისრაელს საშუალებას აძლევს, რომ თავი საზღვრებს დაუბრუნდეს, მას შემდეგ, რაც მისი მოქალაქეების მიმართ საფრთხე აღმოფხვრილი იქნება.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები