მედია - რუსეთში, დრონებით თავდასხმის შედეგად, ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა იწვის

რუსეთში, ქალაქ ყუბანის სლავიანსკში უკრაინის თავდასხმის შედეგად, ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ხანძარი გაჩნდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია „ტელეგრამ“ არხებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე თავდასხმა დაადასტურა კრასნოდარის მხარის ოპერატიულმა შტაბმაც.

„ყუბანის სლავიანსკში უპილოტო საფრენი აპარატის ნამსხვრევებმა ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ხანძარი გამოიწვია. გარდა ამისა, ნამსხვრევებმა ელექტროგადამცემი ხაზი დააზიანა და კერძო სახლში ფანჯრები ჩაამსხვრია“, - აცხადებენ შტაბში.

ცნობისთვის, შპს „სლავიანსკ-ეკო“ (სლავიანსკის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა) რუსეთში ერთ-ერთი უდიდესი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანაა, რომელიც ქალაქ ყუბანის სლავიანსკში მდებარეობს.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში