The Times of Israel - ისრაელის მთავრობამ სომეხთა გენოციდი ოფიციალურად აღიარა

ისრაელის მთავრობამ ოსმალეთის იმპერიის მიერ სომეხთა გენოციდის ოფიციალურად აღიარების გადაწყვეტილება ერთხმად მიიღო, - ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.

„ისრაელი შეუერთდა 32 ქვეყანას, რომლებმაც შეასრულეს მორალური ვალი ისტორიული ჭეშმარიტების აღიარებით და მისი უარყოფის მცდელობების უარყოფით“, - დაწერა საარმა სოციალურ ქსელში.

მისი ინფორმაციით, მთავრობამ ერთხმად მიიღო მის მიერ წარდგენილი კანონპროექტი.

„არასდროს არ არის გვიან, სწორად მოქმედება. მადლობას ვუხდი პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს მხარდაჭერისთვის და მთავრობის მინისტრებს სომეხთა გენოციდის ისრაელის მიერ აღიარების შესახებ ჩემს მიერ ინიცირებული რეზოლუციის ერთსულოვანი მხარდაჭერისთვის“, - აღნიშნა საარმა.

მისი თქმით, „ფართოდ მიიჩნევა, რომ ოსმალეთის იმპერიამ სომეხი ხალხის განადგურების მიზნით სისტემატურად ჩაიდინა ისეთი დანაშაულები, რომლებიც გენოციდს უტოლდება“.

გიდეონ საარმა განმარტა, რომ ებრაელების მორალური ვალდებულებაა, ეს გადაწყვეტილება მიეღოთ.

„ამ საშინელი გენოციდის დროს, რომელიც 100 წელზე მეტი ხნის წინ მოხდა და რომლის ფაქტებიც ნამდვილად არ არის საკამათო, 1,5 მილიონი ადამიანის მკვლელობა და უძველესი და ისტორიული კულტურული მემკვიდრეობის განადგურება მოხდა. ჩემი აზრით, ჩვენი, როგორც ებრაელების მორალური ვალდებულებაა, მიგვეღო ის გადაწყვეტილება, რომელიც დღეს მივიღეთ“, - განაცხადა საარმა.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში