„ვეფხისტყაოსნის“ საფუძველზე, BTU ქართული ენის სემანტიკურ მოდელს AI-ისთვის ქმნის

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი (BTU) აგრძელებს ქართული ენის ციფრული სუვერენიტეტის პროექტს, რომლის მიზანია ხელოვნურმა ინტელექტმა ქართული ენა არა მხოლოდ სიტყვების, არამედ მნიშვნელობების, კონტექსტისა და აზროვნების დონეზე გაიგოს. პროექტის ფარგლებში BTU ქმნის ქართული ენის სემანტიკურ მოდელს, რომელიც მომავალში AI სისტემებს დაეხმარება ქართული ენისა და კულტურული კონტექსტის უფრო ზუსტად დამუშავებაში.

პროექტის ახალი ეტაპი შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანს“ ეძღვნება. BTU-ს მკვლევრები, BTUAI-ის მხარდაჭერით, აღწერენ ტექსტის სემანტიკურ სტრუქტურას, ძირითად ცნებებს, მათ შორის არსებულ კავშირებს, კონტექსტურ მნიშვნელობებსა და აზრობრივ ლოგიკას. მიზანია, ხელოვნურმა ინტელექტმა „ვეფხისტყაოსანი“ აღიქვას არა მხოლოდ როგორც ისტორიული ლიტერატურული ტექსტი, არამედ როგორც ქართული ენისა და აზროვნების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ცოდნის სისტემა.

კვლევა განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს იმ მნიშვნელობებს, რომლებიც ავტომატური თარგმნისა და AI-ის მიერ ტექსტის დამუშავების პროცესში ხშირად იკარგება. სემანტიკური მოდელირება ხელს შეუწყობს იმას, რომ AI-მ ქართული ცნებები მათი კულტურული და ენობრივი კონტექსტის გათვალისწინებით გაიგოს.

„ვეფხისტყაოსანი“ ქართული ენის ციფრული სუვერენიტეტის პროექტის მესამე ეტაპია. მანამდე BTU-მ იმავე მეთოდოლოგიით დაამუშავა ზოსიმეს ტექსტი, როგორც ქართული ენის ისტორიული საფუძველი, და „დედაენა“, როგორც ქართული აზროვნების სწავლების ფუნდამენტური მოდელი. ამ სამი ტექსტის საფუძველზე იქმნება ქართული ენის სემანტიკური ცოდნის ერთიანი მოდელი, რომელიც მომავალში ხელოვნური ინტელექტის სისტემებისთვის ქართული ენის უფრო ზუსტი და ღრმა გააზრების საფუძველი იქნება.

(R)

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში