პირველი ქართული YouTube ბიზნესშოუ - Punchline Profit მეორე ეპიზოდით გრძელდება

თიბისის ბიზნესის მხარდაჭერით, საქართველოში შექმნილი პირველი YouTube ბიზნესშოუ - Punchline Profit ივნისის თვეში, მაყურებელს მეორე ეპიზოდს შესთავაზებს. ახალი ეპიზოდი 30 ივნისს, ბიზნესშოუს YouTube პლატფორმაზე განთავსდება.

ამჯერად, Punchline Profit-ის სტუმრები „ტელაგრის“დამფუძნებელი, ირაკლი ჩიქავა და „დომინოს პიცას“დამფუძნებელი, მიხეილ ალხანიშვილი იქნებიან. სტუმრები ისაუბრებენ იმაზე, თუ რატომ შეიძლება სწორი შეხვედრა უფრო ღირებული იყოს, ვიდრე მილიონიანი მარკეტინგული ბიუჯეტი. ასევე, იმ გამოწვევაზე, რომელიც წარმატებული ბიზნესის შექმნის შემდეგ იწყება: რა უნდა აკეთოს დამფუძნებელმა მაშინ, როდესაც კომპანიას მისი ყოველდღიური ჩართულობა აღარ სჭირდება.

გულწრფელი დიალოგის, რეალური ბიზნესგამოცდილებებისა და იუმორის საშუალებით, ეპიზოდი შეეხება ისეთ თემებს, როგორებიცაა: საერთაშორისო გაფართოება, ლიდერობა, დელეგირება, დამფუძნებლის როლი და ბიზნესის განვითარების შემდეგი ეტაპი.

Punchline Profit-ის მეორე ეპიზოდის წამყვანები უცვლელად, შოთი არველაძე და გიორგი მარრი იქნებიან, თანაწამყვანის ამპლუაში კი, ამჯერად, BLC Law Office-ის მმართველი პარტნიორი და ინვესტორი, ქეთევან ქვარცხავა წარდგება. მეორე ეპიზოდიც, ტრადიციულად, სამ ძირითად ნაწილს გააერთიანებს - დისკუსიას, ბიზნესთერაპიას და გამოსავლის ძიებას.

Punchline Profit-ის თითოეული ეპიზოდის, ასევე სხვადასხვა სახის კონტენტის ნახვა ბიზნესშოუს YouTube-ის გვერდზე, ასევე, ონლაინ პლატფორმებზე - Facebook, Instagram, LinkedIn-სა და TikTok-ზეა შესაძლებელი.

ბიზნესშოუ მედია კომპანია Shark Media-ს ინიციატივით ხორციელდება და მისი მთავარი მხარდამჭერია თიბისი ბიზნესი, მხარდამჭერი კი - Visa. პროექტის მიზანს საქართველოში მოქმედი ბიზნესების ფინანსური და სამეწარმეო განათლების ხელშეწყობა წარმოადგენს, მარტივად გასაგები და განსხვავებული ფორმით.

(R)

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში