საქართველოს პროკურორთა კონფერენციაზე საპროკურორო საბჭოს ახალი პროკურორი წევრი აირჩიეს

საქართველოს პროკურორთა კონფერენცია, სადაც საპროკურორო საბჭოს ახალი პროკურორი წევრი აირჩიეს, საქართველოს გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ გახსნა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

მათივე ცნობით, გენერალურმა პროკურორმა სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პროკურატურის საქმიანობაში საპროკურორო საბჭოს მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საპროკურორო საბჭომ პროკურატურას კიდევ ერთი დადებითი გამოცდილება შესძინა, როგორიცაა გადაწყვეტილების გუნდურად მიღების კულტურა და უმრავლესობის ნების აღსრულება.

„არც ამჯერად დაირღვა ტრადიცია და კვლავ გვიწევს არჩევანის გაკეთება ძლიერ კონკურენტებს შორის, რაც უდავოდ საიმედოა. მათ არაერთი წელი აკავშირებთ პროკურატურასთან, მრავალგზის დაუმტკიცებიათ პროფესიონალიზმი, საქმისადმი ერთგულება და სამართლიანი გადაწყვეტილებების მიღების უნარი. დარწმუნებული ვარ, რომ უმრავლესობის არჩევანი იქნება სწორი და სასარგებლო საპროკურორო საბჭოს და ჩვენი საერთო მომავლისთვის. კიდევ ერთხელ ამ დარბაზში, სამსახურებში მყოფ თანამშრომლებს გიდასტურებთ ჩემს პატივისცემას და მადლობას მოგახსენებთ თანადგომისთვის“ - განაცხადა გენერალურმა პროკურორმა.

უწყების ცნობითვე, საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარე ლონდა ბიჭიკაშვილმა სიტყვით გამოსვლისას ხაზი გაუსვა საპროკურორო საბჭოსთვის კანდიდატების კვალიფიკაციას, მრავალწლიან გამოცდილებას, საქმისადმი ერთგულებას და აღნიშნა, რომ თითოეულ კანდიდატს შესწევს უნარი ხელი შეუწყონ პროკურატურის დამოუკიდებლად, გამჭვირვალედ და ეფექტიანად ფუნქციონირებას.

„კონფერენციაზე საინიციატივო ჯგუფების მიერ დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე არსებული საოლქო და რაიონული პროკურატურების წარმომადგენელთა კვოტით წარდგენილმა სამმა კანდიდატმა მესტიის რაიონულმა პროკურორმა ალექსანდრე კოდუამ, ქუთაისის რაიონულმა პროკურორმა გიორგი ლანჩავამ და დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს უფროსის მოადგილე გიორგი ხაჩიძემ საკუთარი ხედვები გააცნეს კონფერენციის წევრებს.

საპროკურორო საბჭოს წევრების არჩევა საინიციატივო ჯგუფების მიერ წარდგენილი კანდიდატებიდან, პროკურორების და პროკურატურის გამომძიებლების მიერ ფარული კენჭისყრით, ხმათა უმრავლესობით მოხდა. საპროკურორო საბჭოს წევრი ქუთაისის რაიონული პროკურორი გიორგი ლანჩავა გახდა.

„პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის თანახმად, საპროკურორო საბჭოს შემადგენლობაში არჩეულ 15 წევრს შორის 8 პროკურორია, რომელთაც ფარული კენჭისყრით ირჩევს საქართველოს პროკურორთა კონფერენცია. საპროკურორო საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადა 4 წელია, საპროკურორო საბჭო პროკურატურის დამოუკიდებლობას და გამჭვირვალობას უზრუნველყოფს,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში