BTU-ს ქართული ენის ციფრული სუვერენიტეტის პროექტი გრძელდება. მისი ახალი ეტაპი კი შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანს“ ეძღვნება. მწერალი და პროექტის ამბასადორი გიორგი კეკელიძე ამ ფაქტს ეხმაურება და მას უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს.
,,ვეფხისტყაოსანი" არის სამყაროში ჩვენი უვიზო პასპორტი. ადრენესანსული შედევრი, საკუთარი თავის და სურვილების დათმენის, სხვისი შეცნობის და საკუთრად ქცევის მარადიული და საუკეთესო ჰიმნი მსოფლიოში. ხელოვნური ინტელექტისთვის ვეფხისტყაოსნის გაცნობა და შეცნობა დიდი კულტუროლოგიურიი აქტია. მიხარია, რომ ამ პროცესის თქვენთვის გამჟღავნების ელჩის ფუნქცია მერგო,“ - აცხადებს გიორგი კეკელიძე.
შეგახსენებთ, რომ BTU-ს პროექტის მიზანია ხელოვნურმა ინტელექტმა ქართული ენა არა მხოლოდ სიტყვების, არამედ მნიშვნელობების, კონტექსტისა და აზროვნების დონეზე გაიგოს. პროექტის ფარგლებში იქმნება ქართული ენის სემანტიკურ მოდელს, რომელიც მომავალში AI სისტემებს დაეხმარება ქართული ენისა და კულტურული კონტექსტის უფრო ზუსტად დამუშავებაში.
„ვეფხისტყაოსანი“ ქართული ენის ციფრული სუვერენიტეტის პროექტის მესამე ეტაპია. მანამდე BTU-მ იმავე მეთოდოლოგიით დაამუშავა ზოსიმეს ტექსტი, როგორც ქართული ენის ისტორიული საფუძველი, და „დედაენა“, როგორც ქართული აზროვნების სწავლების ფუნდამენტური მოდელი. ამ სამი ტექსტის საფუძველზე იქმნება ქართული ენის სემანტიკური ცოდნის ერთიანი მოდელი, რომელიც მომავალში ხელოვნური ინტელექტის სისტემებისთვის ქართული ენის უფრო ზუსტი და ღრმა გააზრების საფუძველი იქნება.
(R)