გენერალურ პროკურატურას უზბეკეთის რესპუბლიკის გენერალური პროკურატურის სამართალდამცავი აკადემიის დელეგაცია ეწვია

საქართველოს გენერალურ პროკურატურას სამუშაო ვიზიტით უზბეკეთის რესპუბლიკის გენერალური პროკურატურის სამართალდამცავი აკადემიის დელეგაცია ეწვია.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

მათი ცნობით, გენერალურ პროკურატურაში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე, უზბეკეთის რესპუბლიკის გენერალური პროკურატურის სამართალდამცავი აკადემიის დელეგაციის წევრები, ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით საქართველოს გამოცდილებას გაეცნენ და უწყებათაშორისი თანამშრომლობის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვის, დანაშაულზე რეაგირების მექანიზმების, ინოვაციური პროგრამული უზრუნველყოფისა და პლატფორმის იმპლემენტაციის ნაწილში საქართველოს საუკეთესო პრაქტიკის შესახებ ინფორმაცია მიიღეს.

„საქართველოს პროკურატურის ორგანიზებით, დელეგაციის წევრები ასევე ქვემო-ქართლის საოლქო პროკურატურის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის, საზოგადოებრივი უსაფრთხოების ცენტრის - 112, პოლიციის აკადემიის, დანაშაულთა პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს, სახალხო დამცველის და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის წარმომადგენლებს შეხვდნენ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში