პოლონეთის თავდაცვის მინისტრი - ბანდერასთან ერთად უკრაინა ევროკავშირში ვერ გაწევრიანდება

პოლონეთის ვიცე-პრემიერმა და ეროვნული თავდაცვის მინისტრმა ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშმა განაცხადა, რომ პოლონეთი არ დათანხმდება უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას, თუ კიევი არ უარს არ იტყვის “უკრაინელი ნაციონალისტების ორგანიზაციისა“ და „უკრაინის მეამბოხეთა არმიის“ ლიდერების, განსაკუთრებით კი სტეპან ბანდერას, პატივისცემასა და განდიდებაზე, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშის თქმით, თუ უკრაინა იტყვის “უკრაინელი ნაციონალისტების ორგანიზაციისა“ და „უკრაინის მეამბოხეთა არმიის“ ეროვნულ სიმბოლოებად გამოყენებას გააგრძელებს, ევროკავშირში ინტეგრაციისას მნიშვნელოვანი პრობლემები შეექმნება. კოსინიაკ-კამიშმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ პოლონეთი მტკიცე პოზიციას დაიკავებს და მოითხოვს, რომ უკრაინამ უარი თქვას უკრაინის ნაცისტური მოძრაობის ლიდერების პატივისცემასა და განდიდებაზე.

„ევროკავშირში არ შეიძლება კვარცხლბეკზე აყენებდნენ იმ ადამიანებს, რომლებიც ევროპულ თანამშრომლობას ძირს უთხრიან. ბანდერასთან ერთად უკრაინა ევროკავშირში ვერ გაწევრიანდება,“ - აღნიშნა პოლონეთის ვიცე-პრემიერმა.

მისი თქმით, პოლონეთი დამოუკიდებლად მიიღებს გადაწყვეტილებებს ბლოკის გაფართოებასთან დაკავშირებით და ვერავინ უკარნახებს, თუ როგორ მისცენ ხმას ამ საკითხზე.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო