რუსული მხარის ინფორმაციით, საჰაერო თავდაცვის სისტემებმა მოსკოვისკენ მიმავალი 56 დრონი გაანადგურეს

მოსკოვის მერის სერგეი სობიანინის განცხადებით, რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა დედაქალაქისკენ მიმავალი კიდევ ექვსი უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ეს ნიშნავს, რომ მოსკოვთან მიახლოებისას ღამით განადგურებული უპილოტო საფრენი აპარატების რაოდენობა 56-მდე გაიზარდა.

„გადაუდებელი დახმარების სამსახურები ნამსხვერევების ჩამოვარდნის ადგილებზე მუშაობენ“, - დაწერა სობიანინმა სოციალურ ქსელში.

„როსავიაციამ“ „დომოდედოვოსა“ და „ჟუკოვსკის“ აეროპორტებში თვითმფრინავების დაშვებასა და გაფრენაზე დროებითი შეზღუდვები გამოაცხადა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საჰაერო თავდაცვის სისტემებმა რუსეთის ტერიტორიაზე ღამით 419 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს. რუსული მხარის ცნობით, შეტევა რუსეთის 19 რეგიონზე განხორციელდა.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო