საქართველოს ბიზნესასოციაციას კომპანია „ორკინი საქართველო“ შეუერთდა

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის (BAG) მზარდ ბიზნეს გაერთიანებას კიდევ ერთი გამორჩეული კომპანია „ორკინი საქართველო“ შეუერთდა, რომელიც ამერიკული მულტინაციონალური ბრენდის, ORKIN-ის დამოუკიდებელი, ლიცენზირებული ფრენჩაიზია. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ბიზნესასოციაცია ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, თავად გლობალური ბრენდი დარგში 1901 წლიდან საქმიანობს და მსოფლიოს 80-მდე ქვეყანაშია წარმოდგენილი დამოუკიდებელი ფრენჩაიზისა და შვილობილი კომპანიების სახით.

აღსანიშნავია, რომ ORKIN-ი წარმოადგენს Rollins, Inc.-ის შვილობილ კომპანიას, რომელიც ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზეა (NYSE) კვოტირებული და ავტორიტეტული S&P 500 ინდექსის შემადგენლობაში შედის.

„ორკინი საქართველო“ ქართულ ბაზარზე 2015 წლიდან საქმიანობს. კომპანია მავნებლების პრევენციისა და კონტროლის პროფესიონალურ მომსახურებას (დერატიზაცია, დეზინსექცია, დეზინფექცია და სხვა პროფესიონალური დანიშნულების სერვისები) სთავაზობს, როგორც ფიზიკურ პირებს, ისე კომერციულ სექტორს მთელი ქვეყნის მასშტაბით.

კომპანიის ყოველდღიური საქმიანობა პირდაპირ კავშირშია შენობა-ნაგებობების მოვლა-პატრონობასთან, სურსათის უვნებლობასთან, ჰიგიენა-სანიტარიასთან, მომხმარებლის ჯანმრთელობასთან, შრომის უსაფრთხოებასთან და გარემოს დაცვასთან. დღეისათვის „ორკინი საქართველო“ 100-მდე მაღალკვალიფიციურ სპეციალისტს აერთიანებს, რომლებიც საერთაშორისო და ადგილობრივი გამოცდილების კომბინაციით დამკვეთებს მეცნიერულ ცოდნასა და დარგში საუკეთესო პრაქტიკაზე დაფუძნებულ მომსახურებას სთავაზობენ.

„მოხარულნი ვართ, რომ საქართველოს ბიზნეს ასოციაციას „ორკინი საქართველო“ შეუერთდა. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი კომპანიების გაწევრიანება, რომლებიც ქვეყანაში მაღალ საერთაშორისო სტანდარტებს, მეცნიერულ ცოდნასა და გლობალურ პრაქტიკას ამკვიდრებენ. საქართველოს ბიზნეს ასოციაცია მზად არის მაქსიმალურად დაუჭიროს მხარი BAG-ის წევრებს კონსტრუქციულ დიალოგში სახელმწიფო სტრუქტურებთან, რათა ერთობლივი ძალისხმევით ქვეყნის ბიზნესგარემო კიდევ უფრო სტაბილური და საინვესტიციოდ მიმზიდველი გავხადოთ“ განაცხადა საქართველოს ბიზნესასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო