კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა (CIU) საერთაშორისო განვითარების გზაზე კიდევ ერთ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია. უნივერსიტეტს QS Higher Ed Summit: Europe 2026-ის ფარგლებში, რომელიც 24–25 ივნისს ბუდაპეშტში (უნგრეთი) გაიმართა, ოფიციალურად გადაეცა მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული შეფასების სისტემის – QS Stars-ის სერტიფიკატი. ინფორმაციას კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, ევროპის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან უმაღლესი განათლების ფორუმზე კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს წარმოადგენდნენ აკადემიური მიმართულების ვიცე-რექტორი თამარ ინასარიძე და სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ეკატერინე ჩალაგანიძე, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს საერთაშორისო უნივერსიტეტების ლიდერების, განათლების ექსპერტების დისკუსიებში.
„სამიტის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა იყო QS Stars-ის სერტიფიკატის ოფიციალური გადაცემა, რომელიც ადასტურებს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის წარმატებას აკადემიური ხარისხის, სწავლების, საერთაშორისო თანამშრომლობისა და ინსტიტუციური განვითარების მიმართულებით.
QS Quacquarelli Symonds-ის მიერ განხორციელებული მრავალეტაპიანი, დამოუკიდებელი და საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებული შეფასების შედეგად, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს მიენიჭა 3 QS Stars-ის საერთო შეფასება, რაც უნივერსიტეტის მაღალი ხარისხისა და ინსტიტუციური განვითარების საერთაშორისო აღიარებაა.
განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ უნივერსიტეტმა უმაღლესი შეფასებები მიიღო იმ მიმართულებებში, რომლებიც თანამედროვე უმაღლესი განათლების ხარისხის ერთ-ერთ მთავარ საზომს წარმოადგენს:
აღნიშნული შედეგები ასახავს უნივერსიტეტის მიზანმიმართულ საქმიანობას სტუდენტზე ორიენტირებული, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი განათლების უზრუნველყოფის, კურსდამთავრებულთა კონკურენტუნარიანობის ზრდისა და საერთაშორისო პარტნიორული ქსელის გაფართოების მიმართულებით.
QS Stars წარმოადგენს უნივერსიტეტების შეფასების ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტულ საერთაშორისო სისტემას, რომელიც ტრადიციული რეიტინგებისგან განსხვავებით ინსტიტუციებს მრავალმხრივ აფასებს. შეფასება ეფუძნება სწავლების ხარისხს, კურსდამთავრებულთა დასაქმების მაჩვენებლებს, საერთაშორისო თანამშრომლობას, ინფრასტრუქტურას, ინოვაციებს, აკადემიურ განვითარებასა და სხვა მნიშვნელოვან ინდიკატორებს, რაც უნივერსიტეტების ძლიერი მხარეების სრულყოფილად წარმოჩენის შესაძლებლობას იძლევა.
QS Higher Ed Summit: Europe 2026-ში მონაწილეობა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტისთვის მნიშვნელოვანი შესაძლებლობა იყო ევროპისა და მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებთან თანამშრომლობის გაღრმავების, ახალი პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბებისა და საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში საკუთარი პოზიციების კიდევ უფრო განმტკიცებისთვის.
QS Stars-ის საერთაშორისო აღიარება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი წარმატებით აგრძელებს განვითარების სტრატეგიას, რომელიც ეფუძნება განათლების ხარისხის მუდმივ გაუმჯობესებას, სტუდენტზე ორიენტირებულ მიდგომას, საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებასა და გლობალურ კონკურენტუნარიანობას.
ეს მნიშვნელოვანი წარმატება წარმოადგენს არა მხოლოდ უნივერსიტეტის დღევანდელი მიღწევების აღიარებას, არამედ მყარ საფუძველს მისი საერთაშორისო განვითარების მომავალი ეტაპებისთვის,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.