10-12 ივლისს ბათუმში რიგით მე-19 შავი ზღვის ჯაზფესტივალი გაიხსნება.
2026 შავი ზღვის ჯაზფესტივალისთვის განსხვავებული წელია. წელს მსოფლიო მუსიკალური სამყარო ჯაზის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურის, მსოფლიო ლეგენდის, მაილს დევისის იუბილეს აღნიშნავს. შესაბამისად წლევანდელი შავი ზღვის ფესტივალიც მაილს დევისის 100 წლისთავს მიეძღვნება. ფესტივალს მაილს დევისის იუბილესთან დაკავშირებით მისი ოჯახის წევრი, პროდიუსერი და დრამერი ვინს უილბურნ ჯუნიორი თავისი ბენდით M.E.B. „Miles Electric Band“ გახსნის. წელს, ბენდი, ყველა საერთაშორისო ფესტივალზე განსაკუთრებით აქტუალურია, ის ერთგვარი მუსიკალური ხიდი გახდა წარსულსა და თანამედროვეობას შორის.
არტისტებს და მსმენელს ტრადიციულად ბათუმის კორტები უმასპინძლებს.
ფესტივალის ორგანიზატორები აჭარის რეგიონის სტუმრებს, როგორც ყოველთვის განსაკუთრებულ საღამოებს პირდებიან.
წლევანდელი ფესტივალის პროგრამა კი ასეთია:
10 ივლისი
„მაილს დევისის ასწლეულის აღნიშვნა M.E.B. - Miles Electric Band-თან ერთად“
“THE MILES DAVIS CENTENNIAL CELEBRATION WITH THE MILES ELECTRIC BAND”
M.E.B. „Miles Electric Band“ არის პროექტი, რომელიც ეძღვნება ლეგენდარული ჯაზ მუსიკოსის მაილს დევისის ელექტრონულ (electric) პერიოდს და მის მუსიკალურ მემკვიდრეობას. „Miles Electric Band“ - 2010 წელს ემისა და გრემის ჯილდოს მფლობელი, პროდიუსერისა და დრამერის, მაილს დევისის დისშვილის, ვინს უილბურნ ჯუნიორის მიერ დაარსდა, რომელიც ამჟამად ცნობილია როგორც M.E.B. ბენდი შეიქმნა იმისთვის, რომ გააცოცხლოს ის რევოლუციური ჟღერადობა, რომელიც მაილს დევისმა შექმნა 1960-70 წლებში, განსაკუთრებით ალბომებში, როგორიცაა Bitches Brew და On the Corner. ეს ელექტრონული პერიოდი გამოირჩევა ჯაზის, ფანკისა და როკის შერწყმით.
Miles Electric Band-ის შემადგენლობა აერთიანებს იმ მუსიკოსებს, რომლებიც თავად უკრავდნენ მაილს დევისთან ან იყვნენ მისი მუსიკის გავლენის ქვეშ. მათ შორის არიან ისეთი ცნობილი არტისტები, როგორიცაა მაგ. დერილ ჯონსი (როლინგ სტოუნზის ბასისტი). ბენდის უახლეს ალბომში „That You Not Dare To Forget“ (პროდიუსერები არიან ლენი უაიტი და ვინს უილბურნ ჯუნიორი), წარმოდგენილია სრულიად ახალი, აქამდე გამოუქვეყნებელი სტუდიური ჩანაწერები და თვით მაილსის „ხმა“. ხუთი კომპოზიციიდან ორში გამოყენებულია მაილს დევისის აქამდე გამოუქვეყნებელი საყვირის პარტიები. ალბომში მონაწილეობენ ლეგენდარული მუსიკოსები: რონ კარტერი, მარკუს მილერი, სტენლი კლარკი, დონალდ ჰარისონი, დერილ ჯონსი, ვერნონ რიდი და ჯონ სკოფილდი. ალბომი ეძღვნება უოლეს რონისა და ბერნარდ რაიტის ხსოვნას და შეიცავს მათი ბოლო ჩანაწერების ნაწილს.
2026 წელს მიმდინარეობს საკონცერტო ტურნე, რომელიც ეძღვნება მაილს დევისის 100 წლის იუბილეს (Centennial). ამ ტურის Miles Electric Band-ის წევრები არიან გამორჩეული, ლეგენდარული მუსიკოსები: დერილ ჯონსი, რობერტ ირვინგ III, მუნიუგო ჯექსონი, ენტონი რუნი, კეიონ ჰაროლდი, დიჯეი ლოჯიკი და სხვები.
ბენდის კონცერტები არ არის უბრალოდ ძველი მუსიკის შესრულება, ეს არის ენერგიული, თანამედროვე ინტერპრეტაცია, სადაც იმპროვიზაცია, ძლიერი რითმი და ცოცხალი ელექტრო ჟღერადობა ქმნის უნიკალურ ატმოსფეროს. ისინი ცდილობენ შეინარჩუნონ მაილს დევისის ექსპერიმენტული სული და ამავდროულად მისცენ მუსიკას ახალი სიცოცხლე.
11 ივლისი
ერიკ ბენე /ERIC BENET/
ერიკ ბენე, ამერიკელი, R&B სუპერ ვარსკვლავი, რომელიც ცნობილია თავისი სულიერი, ემოციური ვოკალით და კლასიკური სოულის თანამედროვე ინტერპრეტაციით. ის ითვლება იმ არტისტად, რომელმაც 90-იანებისა და 2000-იანების R&B მისცა უფრო „სუფთა“ და ემოციური ჟღერადობა, ნაკლები კომერციული ეფექტებით და მეტი სოულით. მისი მუსიკა აერთიანებს: R&B, ნეო-სოულის, ჯაზისა და გოსპელის ელემენტებს. მას ხშირად ადარებენ კლასიკური სოულის არტისტებს, მაგალითად სტივი ვანდერს. მის მიმართ მედიის ყურადღებას კიდევ უფრო ზრდიდა მისი მეუღლე ჰოლივუდის ცნობილი მსახიობი, ლამაზმანი ჰოლი ბერი.
12 ივლისი
გოსთ ნოუთი /GHOST-NOTE/
ბენდი განსაკუთრებით ცნობილია თავისი შესრულების მანერით, მათი კონცერტები ხშირად გადაიქცევა ნამდვილ ფანკ ჯემ სესიებად. გოსთ ნოუთი აერთიანებს: ფანკს, ჯაზ ფანკს, აფრობიტს, ჰიპ-ჰოპს. ეს მასიური პერკუსიითა და ჩასაბერი ინსტრუმენტებით გაჯერებული ბენდი ქმნის „გონების ამაფეთქებელ, გამაჯანსაღებელ შეგრძნებას“, რომელიც სრულიად, დაუფარავად და შეუნიღბავად ფანკია. ვისაც უყვარს გრუვი, რიტმული მუსიკა და თანამედროვე ფანკი გოსთ ნოუთი ზუსტად ის ბენდია, რომელიც ამ ყველაფერს აერთიანებს. მათ მუსიკაში იგრძნობა გავლენა ლეგენდარული არტისტების, როგორიცაა ჯეიმს ბრაუნი და პრინცი. 2024 წლის აპრილში გამოცემული, კრიტიკოსების მიერ აღიარებული ალბომის „Mustard n’Onions“ გამოსვლის შემდეგ, გოსთ ნოუთი აგრძელებს მსოფლიო ტურნეს. ბენდს ხელმძღვანელობს დრამერი რობერტ სირაითი და მასში გაერთიანებულნი არიან მუსიკოსები, რომლებსაც უმუშავიათ ლეგენდარულ პრინცთან, კენდრიკ ლამართან, ჰერბი ჰენკოკთან, სნარკი ფაფთან, მარკუს მილერთან ,კირკ ფრანკლინთან და სხვა მუსიკალურ გიგანტებთან. მათი ლაივშოუები ნამდვილი ფანკის ძალის დემონსტრირებაა - ბრწყინვალე სოლოებითა და იდეალურად შეკრული არანჟირებით, რომლებიც მაყურებელს ერთდროულად აცეკვებს და აღაფრთოვანებს.
10-12 ივლისი
ფესტივალის კლუბში “Take5” ყოველ საღამოს ავთერ ფართებს გაუძღვება
11 გრემის ჯილდოს მფლობელი ფილიპ ლასიტერი თავისი ბენდით. /PHILIP LASSITER/
ტეხასური ფანკის, ალაბამური გოსპელის, ნიუ ორლეანის ჯაზისა და ნეშვილის სოულის ფესვებზე დაფუძნებული, ფილიპ ლასიტერი არის ჩასაბერი და სიმებიანი ინსტრუმენტების არანჟირების სპეციალისტი, ასევე პრინცისა და The New Power Generation-ის ყოფილი სექციის ლიდერი და არანჟირების ავტორი. სწორედ ამ კოლაბორაციამ მოუტანა მას საერთაშორისო აღიარება.
ფესტივალის კარი ბათუმის კორტებზე გაიღება 19.00
კონცერტამდე სტუმრების განწყობაზე დიჯეი იზრუნებს.
ბილეთები TKT.GE/BlackSeaJazzFest2026
(R)