გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი საზოგადოების სამსახურში

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი 2023 წლიდან ჩართულია ERASMUS+-ის საერთაშორისო პროექტში - LIFESTREND, რომლის მიზანია საქართველოს საზღვრისპირა რეგიონებში პირველადი დახმარების ტრენინგების ჩატარება და მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათი ცნობით, პროექტი ითვალისწინებს ადგილობრივი მოსახლეობის გადამზადებას პირველადი სამედიცინო დახმარების მიმართულებით, რაც ხელს უწყობს საზოგადოებრივი უსაფრთხოების გაძლიერებას, საგანგებო სიტუაციებისთვის მზადყოფნასა და სიცოცხლის გადარჩენის პრაქტიკული უნარების განვითარებას. „მიმდინარე საანგარიშო წელს უნივერსიტეტმა ტრენინგები ჩაატარა გორის, ზუგდიდის, თელავის მუნიციპალიტეტებში. 17 ივნისს კონსორციუმის წევრი უნივერსიტეტები, მათ შორის, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის წარმომადგენლები, საქართველოს საზღვრისპირა სოფლებში - რუხში, წალენჯიხასა და ფახულანში, იმყოფებოდნენ, სადაც ადგილობრივი მოსახლეობისათვის პირველადი დახმარების პრაქტიკული ტრენინგები ჩაატარეს, განიხილეს გადაუდებელ სიტუაციებში სწორი რეაგირება, რასაც კრიტიკულ მომენტში ადამიანის სიცოცხლის გადარჩენისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

2026 წლის 15–18 ივნისს გრუნის ბათუმის წარმომადგენლობამ პროექტის დასკვნით ღონისძიებას უმასპინძლა. დისემინაციის ეტაპის ოფიციალურ გახსნას დაესწრნენ პროექტის კონსორციუმის წევრი უნივერსიტეტებისა და პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები საქართველოდან, ესპანეთიდან, პორტუგალიიდან და უკრაინიდან.

ღონისძიებას, ასევე, ესწრებოდნენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლები, მათ შორის: აჭარის ა/რ განათლებისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი; აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის უფროსი სპეციალისტი და გრუნის ასოცირებული პროფესორი ირაკლი აბაშიძე; აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, გრუნის ასოცირებული პროფესორი ნინო ხახუბია; კოლეჯ „ბლექსის“ დირექტორი, გრუნის ასოცირებული პროფესორი გიორგი გოგიტიძე; ბათუმის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი - ამირან მესხიშვილი და ხელმძღვანელის მოადგილე - გულო თურმანიძე.

კონსორციუმის წევრებმა წარმოადგინეს პროექტის შემაჯამებელი ანგარიშები, განხორციელებული საქმიანობა, მიღწეული შედეგები და სამომავლო გეგმები. შეხვედრის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პროექტის გავლენას ადგილობრივ თემებზე, მიღებული გამოცდილების გაზიარებასა და საერთაშორისო თანამშრომლობის გაგრძელების პერსპექტივას.

პროექტის წარმატებით დასრულებამ კიდევ ერთხელ წარმოაჩინა საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის, უსაფრთხოებისა და ადგილობრივი თემების მდგრადი განვითარების ხელშეწყობის საქმეში“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი მელაშვილი - ომის შესახებ მეხსიერების წაბილწვა ხდება იარაღი დეკლარირებული საგარეო კურსის შესაცვლელად
ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს