ტყიდან ტორფის მოსაპოვებლად, სამსახურებრივი მფარველობის გაწევის სანაცვლოდ 600 ლარის ოდენობის ქრთამის აღების ბრალდებით, ჯავახეთის დაცული ტერიტორიების რეინჯერს ბრალი წარედგინა

საქართველოს პროკურატურამ ქრთამის აღების ფაქტზე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ს.ს.ი.პ.-ის დაცული ტერიტორიების სააგენტოს, ჯავახეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის დაცვის განყოფილების რეინჯერს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ბრალდებულმა საკუთარი თანამდებობრივი ავტორიტეტის გამოყენებისა და სამსახურებრივი მფარველობის გაწევის სანაცვლოდ, ტყიდან ტორფის მოსაპოვებლად, ქრთამის სახით 600 ლარი აიღო.

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2026 წლის 26 ივნისს, ბრალდებულმა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ საღამოში, თავისი თანამდებობრივი ავტორიტეტის გამოყენებისა და სამსახურებრივი მფარველობის გაწევის სანაცვლოდ, ტყიდან ტორფის მოსაპოვებლად, ქრთამის სახით მოითხოვა და აიღო 600 ლარი.

დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ქრთამის აღება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6-იდან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო