შალვა პაპუაშვილი - ვულოცავ ირაკლი მეზურნიშვილს, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტად არჩევას

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი პარლამენტის წევრ ირაკლი მეზურნიშვილს, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის (PABSEC) ვიცე-პრეზიდენტად არჩევას ულოცავს.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, ასამბლეაში საქართველოს თავმჯდომარეობის მანდატის დასრულების შემდეგ, საქართველოს წარმომადგენლობა ორგანიზაციის ხელმძღვანელობაში კვლავ გრძელდება, რაც სასიხარულოა.

,,ვულოცავ საქართველოს პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეაში (PABSEC) საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელს, ირაკლი მეზურნიშვილს, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტად არჩევას.

მოხარული ვარ, რომ ასამბლეაში საქართველოს თავმჯდომარეობის მანდატის დასრულების შემდეგ, საქართველოს წარმომადგენლობა ორგანიზაციის ხელმძღვანელობაში კვლავ გრძელდება.

ვუსურვებ წარმატებას ამ საპასუხისმგებლო საქმიანობაში და საქართველოს ინტერესების ღირსეულად წარმოჩენას საერთაშორისო საპარლამენტო ასპარეზზე”, - წერს პაპუაშვილი.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო